ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხშტაინერმა შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

“იუვენტუსის” მარჯვენა ფლანგზე ძალიან ქაოტური სიტუაცია სუფებს…
დანი ალვეშის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, ასევე კლუბი შესაძლოა კოლუმბიელ ხუან კუადრადოს შეელიოს, შვეიცარიელი შტეფან ლიხშტაინერიც სათამაშო დროის სიმცირის გამო შესაძლოა აბარგდეს ტურინიდან, გასულ სეზონში მან დათმო დუელი დანი ალვეშთან, მეტიც ალეგრიმ ის “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე განაცხადშიც არ შეიყვანა. გასულ ზაფხულს მისი შეძენა მილანის “ინტერს” სურდა, მაგრამ მაშინ “ნერაძურიმ” ივან პერისიჩის “იუვენტუსში” ტრანსფერს ბანი დაადო, ტურინელებმა კი მილანელებს ტოლი არ დაუდეს და ანალოგიური სვლა განახორციელეს. საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა.
იტალიური პრესის ცნობით ახლა უკვე შესაძლოა თავად ფეხბურთელმა მოითხოვოს მისი “ინტერში” ტრანსფერი თუ ისინი წლიურად 2 მლნ. ევროს გადაუხდიან ხელფასის სახით.
გარდა “ინტერისა” შვეიცარიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის საკუტარი რიგებში ხილვა გეზენკილხენის “შალკე 04-საც” სურს.

წყარო:Transfermarketweb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კაცი რომელმაც იუვენტუს სთეფიუმზე პირველი გოლი გაიტანა..

კაცი რომელიც მუდამ დაუღალავად დარბოდა მოედანზე იუვენტუსისთვის..

კაცი რომელიც შვეიცარიული საათივით ზუსტი იყო მოედანზე..

ადამიანი რომელმაც გულის ოპერაცია გადაიტანა და ფეხბურთს ისევ დაუბრუნდა..

ადამიანი რომელსაც არაფერი დაუზოგავს საკუთარი გუნდისთვის 2011 წლიდან დღემდე…

უბრალოდ სტეფან ლიხშტაინერი

გაცილებით მეტს იმსახურებს ვიდრე კონტრაქტის გაწყვეტას და გაყიდვას :yes: :yes: :-(:-( :yes: :yes:

jjj jjj
7 years ago

ლიხტა კაი ტიპია, პროსტა პადაჩა ვერ ისწავლა! :no ინტერზე მეტად შალკეში არ მინდა გაუშვან, ან მოსთხოვონ რეკორდული თანხა მაგ ღორებს…

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Costaze araferi siaxlea?ar icit rame

juve 1999
juve 1999
7 years ago

კოშტას ტრანსფერი დაბლოკა ბაიერნმა და იუვე ბერნარდესკიზე გადაერთო

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ლიხშტა კარგი იყო ყოველთვის ბოლოს აერია ცოტა.მე მისი მადლობელი ვარ ყოველთვის გულით იბრძოდა.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ამოწურა აქ მისი შესაძლებლობა.მადლობა რომ ერთგულად თანაშობდა.

lasha naxucrishvili
7 years ago

შანსი არაა ეს ძირითადის კაცი არ იქნება ალვეშის წასვლის შრმთხვევაშიც უეჭველი წავა იუვედან.

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x