ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ალვეშზე და ფიფას მხრიდან შესაძლო სანქციაზე..

ჯუზეპე მაროტა დანი ალვეშთან დაკავშირებით:

“ბრაზილიელმა წასვლა გვთხოვა და შესაბამისად კონტრაქტის გაწყვეტა გადავწყვიტეთ.. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ!

მისი სიტყვები და ბოლოდროინდელი ქმედებები ნამდვილად საწყენია, თუმცა კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი ეს ნამდვილად არ ყოფილა.. მან თხოვნით მოგვმართა, რომ ახალი თავგადასავალი სწყურია..

სანდროსთან დაკავშირებით მსუყე წინადადება მივიღეთ, მაგრამ წამყვან მოთამაშესთან დამშვიდობებას არ ვგეგმავთ.. მეორეს მხრივ ფეხბურთელი, რომელსაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი ძალით დაკავებას არ ვგეგმავთ.. ჩემს ხელთ არსებული ცნობებით გუნდში ასეთი ფეხბურთელი ახლა არავინ არ არის და იმედი მაქვს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არც არავინ დაგვტოვებს..

უეფას სანქციები? ეს იყო ტრანსფერი სადაც საკმაოდ დიდი ციფრები ფიგურირებდა.. შესაბამისად დაინტერესება საკმაოდ ლოგიკურია. ჩვენ თითოეულ კითხვას დეტალურად ვუპასუხებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ფიფა არანაირ სანქციას არ გამოიყენებს კლუბის მიმართ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

54 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
7 years ago

რეალისტი
ფეხბურთელი როცა იდეალურად ურტყამს რთულია მეკარეს დაავალო აიღეო, სწორი პოზიცია მცველებსაც უნდა ქონოდა და უნდა გადაფარებოდნენ იმ დარტყმას და სწორად საყრდენსაც რო ემოქმედა იქედან არ დაარტყმევინებდა იმ ჩეხს, 7 კაცი რო შეცდება მეკარემდე მერე მე არ ვთვლი რო მეკარე ვალდებულია მსგავსი ბურთები აიღოს, დონარუმაზე იოლი საქმე იმ საყრდენს ქონდა, რომელსაც შეეძლო პატარა ჯარიმა აეკიდებია ცენტრში და შეეჩერებინა შეტევა

რეალისტი
რეალისტი
7 years ago

ზატო იმას ხომ თვლი რონალდომ და მესიმ თუ ვინმე არაიტალიელი გადირკა ვსო აღარაფრად აღარ ვარგა ის?

Di Francesco # 1
7 years ago

რა შუაშია მადრიდელი რონალდო და მან სიტელი ალვეში?
დონარუმას უნდა აეღო პირველი ბურთი, მესამე იყო ძან რთული ასაღები. პოზიცია ცუდი ეკავაო რო ამბობ კიდე, პოზიცია ცუდი გიკავია თუ კარგი მაგას განსაზღვრავს დარტყმა როგორი წავა კარისკენ, მარცხენა კუხისკენ რო წასულიყო ბურთი ხო ეკავა მაშინ კაი პოზიცია? :lool: ანდა ბურთი როცა ცენტრშია მაშინ მეკარეს კარგ პოზიციად რას თვლი? შუაში კი იდგა და ნახევარი მეტრით მარცხნივ იქნებოდა თუ ნახევარი მეტრით მარჯვნივ მაგი იმას არ ნიშნავს რო ცუდი პოზიცია ეკავა, პირველ გოლზეც ნორმალური პოზიცია ქონდა უბრალოდ რეაქცია დააგვიანა, თუარა დროულად რო გადამხტარიყო წვდებოდა იმ ბურთს ძან მარტივად

Di Francesco # 1
7 years ago

და კიდე დონარუმას საერთოდ არ ვთვლი იმ დონის მეკარედ რო ყველა ბურთი აიღოს რაც მისკენ წავა, 18 წლის ბიჭის პირობებზე წარმოუდგენლად კარგ სეივებს აკეთებს ზოგჯერ და სტაბილურობა ასაკთან ერთად მოემატება, იქ რო 22-23 წლის ბიჭები დაყიალობდნენ იმათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამ წაგებაზე ვიდრე დონარუმას

რეალისტი
რეალისტი
7 years ago

შუაში კი არა თავშია.ხომ ამბობ ხოლმე ამას ამან ის გადირკა რად ვარგაო, აგერ დონარუმას ცენტრიდან გაუტანეს ახლა ჩვენც დავიწყოთ რად ვარგიან იტალიელები ცენტრიდან უტანენო? :) ეს იმიტომ შეგახსენე რომ ობიექტურობაზე დებ ხოლმე თავს თორემ მე დონარუმა იდგებოდა კარში თუ ქვაჩახია ორივეზე ვიტყოდი რომ აუღებელი ბურთი იყო :). მაგრამ შენ არა… :chuvak:

Di Francesco # 1
7 years ago

მერე შენ რა თუ მადრიდისტა რონალდო მან სიტელი ალვეში გადირკა? რა კავშირშია ეს ფაქტი იუვესთან? მემგონი არანაირში ამიტო დავივიწყოთ, როცა სიტიზე ან რეალზე ვილაპარაკებთ მერე გავიხსენოთ

Di Francesco # 1
7 years ago

არ მე მეკარეებზე პირიქით ყველას ვიცავ, ყველაზე რთული საქმეა ფეხბურთში კარგი დგომა და არასდროს არ მიყვარს ხაზგასმა მაგათ შეცდომებზე, დონარუმას რამდენი შეცდომა ქონდა მილანში მარა არაფერი არ მითქვია, მიუხედავად იმისა რო მილანის ფანებს მართლა ბუფონი ეგონათ თუ იდგა მილანის კარში :chuvak:

| Newsphere by AF themes.
54
0
Would love your thoughts, please comment.x