იუვემ რენატო სანჩესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
იტალიური მედიის ცნობით:
იუვემ ბაიერნს კიდევ ერთ ფეხბურთელზე ოფიციალური წინადადებით მიმართა..
საქმე ამჯერად რენატო სანჩეს ეხება..
ბიანკონერის მისი არენდით აყვანა სურს ორი წლის განმავლობაში.. ხოლო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაიტოვოს გამოსყიდვის უფლება..
ეს დიდწილად კინგსლი კომანის შემთხვევაში გაფორმებულ ხელშეკრულებას წააგავს, როდესაც ბაიერნმა მოთამაშე ჯერ ინათხოვრა, ხოლო შემდეგ გამოისყიდა.
მაროტას მეხოტბეებს და ყველაფერზე ტაშის დამკვრელებს რომ გვეძახით აქ ზოგი ზოგს :) შარშან ბავარიამ რომ წაიყვანა ეს რამდენმა აგინეთ მაროტას ესეც აგვახიესო? ვინ ვის ჩაუტარა თურმე? :) რა მოგწონთ ამ გაჩეჩილში და ასაკ დამალულში ნეტავ ამას ისევ რინკონი ჯობია იბრძვის მაინც.
გამორიცხულია ამ პირობებით დათანხმდეს ბავარია, მაროტას თავის თავი გონია ბავარიაში რომ ანალუგიურს დათანმხდებიან ისინიც…
მაუგლის მოყვანა მაგრად გაასწორებს. მიდი ბეპე აქ მაინც შეუსრულე ბავარიელებს… ვიდალი რომ წაიყვანეს, კომანი და აგერ ბენატია მოგვყიდეს ჩვენც ვიხეიროთ რაღაცით მაგათგან.
ეს ამ ბებერი ბავარიის იმედია და არა მგონია ჩვენსკენ გამოუშვან ალბათ დაბლოკავენ და თუ არა მივესალმოთ ზებრებში
