რიბალტა იუვენტუსს ტოვებს
კატალონიელი სკაუტი მანჩესტერში მიდის…
ტურინის იუვენტუსის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდი დატოვა მთავარმა სკაუტმა ხავიერ რიბალტამ, რომელსაც ბოლო დროს ხშირად უწინასწარმეტყველებდნენ მანჩესტერ იუნაიტედის ბანაკში გადასვლას.
ტურინულ კლუბში რიბალტა 2012 წელს მოვიდა. ბრიტანული წყაროების მტკიცებით, კატალონიელი სპეციალისტი მუშაობას მანჩესტერში, ანალოგიურ პოზიციაზე განაგრძობს.
“ჩვენ ერთად დაუჯერებელი წლები გავიარეთ. მინდა ყველას, ვინც კლუბის წარმატებისთვის მუშაობდა, მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა ჯუზეპე მაროტას და ფაბიო პარატიჩს, ჩემდამი ნდობისთვის. ყოველთვის გამახსენდება იუვენტუსში გატარებული პერიოდი.”
უკვე გადავიდა
აბა შენ იცი გიშვებთ და არ შეგვარცხვინო.წარმატებები