ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: “მიეცით დიბალას 10-იანი”

Former Juventus player Alessandro Del Piero with Paulo Dybala of Juventus at Olimpico Stadium in Rome, Italy on May 14, 2017.  (Photo by Matteo Ciambelli/NurPhoto via Getty Images)
“იუვენტუსის” ლეგენდამ გააზიარა თავისი აზრი პაულო დიბალაზე და ფრედერიკო ბერნარდესკიზე.

“უცნაურია ვერ ხედავდე 10 ნომერს, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ძალიან შეიცვალა. 10-იანი “იუვენტუსისთვის” მძიმეა და მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩემს გამო, სივორის, პლატინის, ბაჯოს გამო… ვისურვებდი ის აიღოს დიბალამ. მართალია პაულო ბედნიერია 21 ნომრითაც, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია კლუბისთვის.

ბერნარდესკი? ეს იქნებოდა შესანიშნავი ტრანსფერი. მე მომწონს მისი მიდგომა, მისი ტექნიკური მახასიათებლები და ოსტატობა მაღალ დონეზეა. ფრედერიკომ უკვე აჩვენა თავისი კლასი. ახალწვეულებს “იუვეში’ თბილად ხვდებიან, თუმცა იქ თამაში ძალიან რთულია, რადგან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია და შეცდომის დაშვების უფლება თითქმის არა გაქვს.”

11 thoughts on “დელ პიერო: “მიეცით დიბალას 10-იანი”

  1. 10 იანს არ ჩაიცვამს დიბალა და არც უნდა ჩააცვან. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი რომ წამსვლელია 2-3 წელიწადში. 10 იანი უნდა ჰქონდეს მარკიზიოსნაირ იუვენტინოს და აკადემიის მიერ აღზრდილ ტალანტს. როგორც მიულერია ბაიერნის სახე, აი ისეთი დონის და შეგნების მოთამაშეს უნდა მისცენ იუვეს 10 :forza:

  2. მე ძალიან მეიმედება პიაცასი და იმაზე მწყდება გული რო ეს ტრამვა აიკიდა და მნიშვნელოვანი მატჩები გაუცდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.