პირველი შეკრება ვინოვოზე
მანამ სანამ სეზონს ოფიციალურად დავიწყებდეთ…
ტურინის იუვენტუსი ოფიციალურად შეკრებას 14 ივლისს დაიწყებს, რის შემდეგ 15-ში გუნდი მექსიკურ ტურნეზე გაემგზავრება.
გუშინ გუნდის მცირე ნაწილი ვინოვოზე პირველად გამოჩნდა.ალეგრიმ შეგირდები მცირე გახურებით და ბურთთან მუშაობით ავარჯიშა. ბიანკონერებმა დღეს სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს. მარკო პიაცა კვლავ აგრძელებს ტრავმის შემდგომ აღდგენით სამუშაოებს.
სანაკრებო ტურნირების შემდეგ ალეგრის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ: ასამოა, ბენატია, ბენტაკური, ბერუატო, კალიარა, კლემენცა, კოკოლა, დელ ფავერო, გრაცია ტენა, კანუტე, კინი, ხედირა, ლეალი, მანდრაგორა, მარონე, ნიკოლუცი, ორსოლინი, პადოვანი, პაროდი, პასკუატო, პინსოლიო, რინკონი, რომანია, სტურარო, ტელო, ტიამი, ტურე, უნტერსე, ვოლიაკო.
როგორც ვხედავთ, ძირითადის ფეხბურთელებთან ერთად ალეგრის შეკრებაზე ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებიც გაყვებიან.
alashvili29 იგივე ინფორ არის დაახლოებით ქვემოთ. გადახედე ხოლმე ერთნაირი ინფოების დადება რომ არ გამოგვივიდეს.
