ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Stampa: ტრანსფერი ღამით დაიხურება

ბონუჩი მილანში 24 საათში გადავა…

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ცნობით, ტურინის იუვენტუსი და მილანი დღეს ღამით ბონუჩის ტრანსფერზე შეთანხმდებიან.

ჭორები ჯერ კიდევ გუშინ დილით დაიწყო და როგორც ჩანს საღამოს ყველაფერი დასრულდება. გამოცემის თანახმად იტალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები, რის მიხედვითაც ის ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.

საქმე საბოლოო სატრანსფერო თანხას ეხება, რომელიც სავარაუდოდ 40 მილიონი ევროს რადიუსში დაიხურება. La Stampa(გამოცემა, რომელიც ანიელების ოჯახს ეკუთვნის) ვარაუდობს, რომ ტრანსფერი დღეს ღამით დაიხურება, რადგან მილანელებს ბონუჩის წაყვანა ჩინურ ტურნეში სურთ.

80 thoughts on “La Stampa: ტრანსფერი ღამით დაიხურება

  1. Amat bicho martla sh ig xo araaqvt!!!ushualo konkurent gundshi yidian gundis dacvis liders titqmis naxevar fasad da donarumac ki ar mohyavt sanacvlod!!!! Tu tqveni!!! Es tu gundia!!!!

  2. ვიღაც მილანელი წერდა ავახიეთ ბონუჩიო, ახევა იყო პირლო რომ ავახიეთ, თორემ 40 მილიონს პლიუას დეშილიო ან რომანიოლი ახევად არ მეჩვენება. უბრალოდ ვფიქრობ წამგებიანი ტრანსფერია

      1. პირლო მოგვცეს თავის დროზე უფასოდ და დიდი ამბავი რომანიოლის თუ წამოვიყვანთ

  3. მოკლედ საიტის ადმინისტრაციას მინდა მივმართო. აღადგინეთ ავტორიზაციის გავლის შემდეგ კომენტარების დაწერა. ისედაც დაგლეჯვაზე გვაქვს ქომაგებს ნერვები და ამ სხვა კლუბების გულშემატკივრების ღვარძლიან ნააზრევს მაინც ნუღარ გვაჩვენებთ. ყველა ყ.ლ.ე.ს აქვს შესაძლებლობა შემოვიდეს და ნერვები მოგვიშალოს.

  4. ეს თუ სიმართლეა უეჭველი სასტავი აუმხედრდა ლეოს და გაყიდვა მოითხოვეს,კომფლიქტი აქვს ალბათ სასტავთან

  5. აი მილანის დირექტორატს სცოდნია საქმის კეთება, დაითრიო უშუალო კონკურენტიდან მისი ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშე ასე იაფად, რომელშიც შარშან სიტი ლამის ორჯერ მეტს იხდიდა, ერთი კითხვა მაქვს იუვეს ხელმძღვანელობასთან… რამ გამო…ევათ ? თუ ყიდი გაყიდე წესიერად მაინც 60 ლიმონად ან რომანიოლი, ან სუსო ან დონარუმა მოითხოვონ სანაცვლოდ ან რამე ქნან რაებს შვებიან ვაბშე

  6. ბიჭებო მე მილანელი ვარ აქ და ვიცი ბევრი მილანელი შემოდის და ნერვებზე თამაშობს, მე პატივს გცემთ როგორც მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს იმიტომ რომ მეც გულშემატკივარი ვარ და კაცურად არ აყვეთ ლაწირაკ მილანელებს რომლებსაც ეს არ ესმის და ნერვებზე თამაშობს,,წარმატებულ სანტრასფერო ბაზარს გისრვებთ! ))))

  7. ეხლა შიგნით რა ხდება გუნდში არ ვიცით,მაგრამ კაცო 6 მილიონს აძლევენ ხელფასსო და ეს თუ მართალია 6 მილიონის მიცემა იუვეს რომ შეეძლო ესეც ხომ 100 პროცენტიანია და რა ჯანდაბა მოხდა აბა ისეთი რომ ტიპს 24 საათში უშვებენ ვააახხხხხ…………………..

    1. ხელფასზე რო გაჭედოს ბონიმ 6 კი არა 8-ზეც აწევს მაროტა, მაგრამ აშკარად რაღაც სხვა ხდება თუ სიმართლეა. როგორც ჩანს უთანხმოება აქვს ფეხბურთელებთან და მაქსთან

  8. არ ვიცი მეგობრებო მაგრამ ეს თუ სიმართლეა სერიოზულად დავფიქრდები სამუდამოდ დავივიწყო თუ არა იუვენტუსი. არა იმიტომ, რომ ეს ერთი კონკრეტული ფეხბურთელის წასვლა ან არ წასვლის გამო მოხება, უბრალოდ სტამბოლის მონათა ბაზრობას ემსგავსება გუნდი და ეს საშინლად მაღიზიანებს.

  9. ისე მგონია რო მილანში მაგარი დირკა გახდება ესს და უმჯობესია ფეხი არ გაადგას :juvee:

    1. მილანში დირკა კი არა ეს ტრანსფერო თუ მართლა შედგა როსონერი სკიდეტოს მოგების ფავორიტი იქნება იუვესთან ერთად. მგონი ხალხს ვერ წარმოუდგენია თუ რამდენად კარგია ბონუჩი. კი ერთ დროს დირკა იყო, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და საოცარი პროგრესი განიცადა ამ ფეხბურთელმა

  10. ფინალში არ ვიცი ბონუჩი იყო თუ ვინ უეჭველი რაღაც მოხდა შესვენებაზე
    იუვე კი არა ბოლონია იყო მეორე ტაიმში.შეიძლება მოწინააღმდეგე გუნდმა მეორე ტაიმში მოუმატოს მარა მთლად ასეც ვერა ჩემი აზრით ნაწილობრივ იუვეს ბრალიც იყო ასე რო წავაგეთ ანუ რაღაც მოხდა გასახდელში!!! თამაშის შემდეგაც ვიძახდით ზოგი და არ გჯეროდათ აქ.

  11. თუ გაყიდვაა რაღა მილანში ყიდიან… ან თვითონ რა უნდა მილანში. რავიცი ბარსა და ჩელსი კალთებს იხევდნენ და მილანში რა ჯანდაბა უნდა)))

  12. ტიპებმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი 24 საათში იყიდეს, საღოლ იუვენტუსი ეს თუ მართალია )) ამას ეძახდნენ დიდ მიზნებს და ასე შემდეგ ? ტეხავს

    1. დაველოდოთ მაინც ოფიციალურ ინფოს. სანდროს გამო ყველაფერი ამოუტრიალეს მაროტას და ჭორები აღმოჩნდა

  13. ხალხო ახლახანს კაილ უოკერი 55 მილიონად გაიყიდა და ბონუჩი რანაირად იყიდება 40-ად უბრალოდ არ ჯდება რა. მგონი ტყუილად ვნერვიულობთ და მორიგი ჭორია. თან ჩელსი 60-ად ყიდულობდა ლეოს და უარი უთხრეს

  14. ეგ მეც ვერ გავიგე რატომ მილანი და სხვა გუნდი არა და თან ასე უეცრად რო მოხდა ყველაფერი.ცხრაჯერ რო გაიყიდა და დაიბლოკა ტრანსფერი ეგ ხო კომენტარის გარეშე :lool:

  15. აშკარაა რომ შეგნებული გადაწყვეტილებაა იუვეს შეფობის მხრიდან,ასე უეცრად და სწრაფად როგორ მოხდა ეგ ამბავი ნაღდადვერ გავიგე, რაღაც სერიოზული მოხდა ფინალში გუნდში აბა მეტი ახსნა არააქ ამ ყველაფერს,მაგრამ ერთი მიკვირს რატო მილანი ვთქვათ და რატო 40 მილიონად ეგ მართლა ვერ გავიგე

  16. ქილ მი :blin: ლეონარდო “საუკეთესო მცველი” ბონუჩის გაშვება როგორ შეიძლება. ან რატომ მიდის? მაქსთან და სხვა ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობის გამო? იუვეს ლეგენდობას ასე მიაგდებს შუა გზაში და თითქმის იგივე ხელფასზე გადავა უფრო სუსტ გუნდში?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.