ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი “იუვეს” ემშვიდობება. რა მოხდა სინამდვილეში?!

gettyimages-464321296

იტალიელი ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა სინამდვილეში…

ანდრეა ბოსკო და ენცო ბუკიონი განიხილავენ ბონუჩისთან დაკავშირებულ მოვლენებს.

რა მოხდა კარდიფში?! იტალიურ ფორუმებზე ეს ყველაზე აქტუალი თემაა დღეს.

როგორც ამბობენ, გასახდელში კონფლიქტი წამოიწყო ალვეშმა, როდესაც დიბალას უყვირა, რა ჩვარივით გდიხარ, მეტი იაქტიურეო. დიბალამ 12-ე წუთზე ყვითელი აიკიდა და მის მერე ფრთხილად თამაშობდა. ამ დროს შემოვიდა ალეგრი და ფეხბურთელებს სიმშვიდისკენ მოწოდა – მთავარია გავათანაბრეთ და თამაში მშვიდად გავაგრძელოთო. ბონუჩი ალვეშს გამოესარჩლა და დიბალაზე ზეწოლა განაგრძო, რაზეც ბარძალიმ უპასუხა – ახლა ჩხუბის დრო არ არის და თამაშზე ვიფიქროთო. ბონუჩიმ შენ ვინ გეკითხება, შენ თამაშს მიხედე, მარსელო რო გაგექცაო. ბარძალის ეწყინა და უპასუხა – ეგრე რო ვილაპარაკოთ, გოლი შენს სინდისზეაო. აქ დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ხელის შეხებამდე მივიდა საქმე, ალეგრი ფეხბურთელებს შორის ჩადგა ამშვიდებდა. იგივეს ცდილობდა კუადრადო და მას ბონუჩის ხელი მოხვდა, რაზეც მანჯუკიჩმაც გაიწია…

შედეგი ყველამ ვნახეთ – გუნდი ფსიქოლოგიურად მოიშალა და მეორე ტაიმში სრული ფიასკო განიცადეს.

ტურინში სცადეს ფაქტის დამალვა, მაგრამ ხმებმა მაინც გამოჟონა…

სინამდვილეში კონფლიქტი ბონუჩისთან ბევრად ადრე დაიწყო. მას მუდმივად კამათი ჰქონდა ალეგრისთან, ხოლო სიტუაცია უფრო დაიძაბა, როდესაც თებერვალში დიბალას ახალ კონტრაქტზე უთანხმდებოდნენ. ბონუჩის ახალი გახანგრძლივებული ჰქონდა კონტრაქტი, რის შედეგად გასამრჯელოდ 5 მილიონს მიიღებდა. დიბალას კი უფრო მეტი დაუნიშნეს, რაც ბონუჩის არ მოეწონა და ღიად დააფიქსირა, რის მერე დიბალას შევიწრობა დაუწყო.

ალეგრის საქმის ასეთი ვითარება არ მოსწონდა და ახალი კონტქრაქტის ხელმოწერამდე პირობები წაუყენა – გუნდში არ უნდა ყოფილიყვნენ ბუნტისთავები და ისეთი ფეხბურთელები სჭირდებოდა, რომლებიც მწვრთნელის სრული მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

“იუვე” ცნობილია მისი მკაცრი შინაგანაწესით და თავაშვებულობას არავის პატიობენ. კლუბმა სცადა სიტუაციის მოგვარება, რადგან არ უნდოდა წამყვან მოთამაშესთან განშორება და თითქოს ყველაფერი დალაგდა, ბონუჩიმ აღიარა შეცდომა და ბოდიშიც მოიხადა. თავის მხრივ ალეგრიმ ბონუჩის გამართლება დაიწყო და მას მომავლის ლიდერი უწოდა…

მაგრამ ყველაფერს წერტილი კარდიფში შექმნილმა ინციდენტმა დაუსვა. გუნდი წლის მეორე ნახევარში აღფრთოვანებას განიცდიდა. ალეგრის ახალი ტაქტიკის შემდეგ ფეერული თამაშით ყველა აღფრთოვანებაში მოყავდა. დადგა ფინალიც და სანუკვარი მიზანიც ასე ახლოს გამოჩნდა. კარდიფში პირველი ტაიმი იუვეს დომინირებით წარიმართა, ყველაფერი კარგს მოასწავებდა და… და ამ დროს ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასი იყო გუნდში არეულობის შეტანა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო და ვერავის ეპატიებოდა…

შედეგად ალვეში და ბონუჩი ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ…

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

106 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

აუ რეებს თხზავენ რაა, ბონუჩიზე ფული გააკეთეს და თან სახალხო მტრად უნდათ რო აქციონ

სერგი მუჯირი
სერგი მუჯირი
7 years ago

ამ დროს ბუფონი შემოდის და ძაღლიშვილი ვიყო გაჩერდით,
ძაღლიშვილივიყო გაჩერდით ახლათქო, თან თავის ქნევით :lool:

irakli28
7 years ago

მაგარი სტატიიაა, ყოჩაღ

იმო
იმო
7 years ago

პროსტა გაშვებას აპრავებენ,ტრუხა ბაზარია ეგ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ამ ისტორიას რაღაც ბოლომდე ვერ ვიჯერებ ჯიჯი რატო არ არის ნახსენები არცერთ მომენტში? დავიჯერო გასახდელში ესე დააყარეს ერთმანეთს და ჯიჯი ამას შორიდან უყურებდა? თუ ტუალეტში იყო გასული? :D

lasha dvalishvili
7 years ago

Bufoni kielini sad iyo am dros markizio . Yvela chumat iyo da eseni chxubobdnen

დელპო
დელპო
7 years ago

უმადური … წარმატებას რომ აღწევენ მერე ხდებიან თავდაჯერებულები და ამბიციურები …

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ეს თუ სიმართლეა თავიდან ბოლომდე ალეგრის და ბუფონის ბრალია ყველაფერი. ეგეთ რამე როგორ უნდა გააბედინო გასახდელში ვინეს მითუმეტეს ფინალში.კონტეს დროს გაებედა ეგეთი რამე ვინმეს რა იქნებოდა კი ვიცი. ალეგრიც და ბუფონის ცხვრები არიან,ლოიალუერბი თორე ვინმეს თუ დაჟმა ჭირდება უნდა დააჯვა,თუ ვინმეს მოფერება უნდა მოეფერო(ზოგს ისე უნდა ზოგს ესე) მაგიტო ხარ მწვრთნელი და მაგიტო ხარ კაპიტანი ვიგაც 2 დგის მოსულ ალვეშს არ უნდა უხდებოდეს ფეხბურთელებისთვის მოტივაციის მიცემა ფერგიუსონის ავტობიოგრაფია თუ აქ ვინმეს წაკითხული ბევრი უწერია გასახდელის ამბებზე, მე მხოლოდ ტაქტიკაზე მიწევდა საუბარი დანარჩენს კინი აკეთებდაო,და თუ მაინც არ იყო ხოლმე საქმე ისე როგორც კინს უნდოდა მერე ვერეოდიო(ბექემს წარბი რო გაუხსნა) ოღონდ… Read more »

| Newsphere by AF themes.
106
0
Would love your thoughts, please comment.x