ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიოს წერილი ბონუჩის მისამართით..

” ძვირფასო ლეონარდო, 7 წლის წინ შენ ჩვენ დიდ ოჯახში, ”იუვენტუსში” ახალგაზრდა პრესპექტიულ ფეხბურთელად მოხვედი. დასაწყისი ადვილი არ იყო. ”ბარიდან” ”იუვეში” გადასვლა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო..

პირველი წელი ჩვენ გაკრიტიკებდით, შემდეგ მოვიდა კონტე და ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ შეგაფასეთ და მივხდით, რომ დიდი ფეხბურთელი ხარ. ამ 7 წლის განმავლობაში შენ ძალიან ძლიერი გახდი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მცველი. შენ ძალიან ბევრი გააკეთე ”იუვენტუსისთვის” , მაგრამ არც გუნდმა გააკეთა შენთვის ნაკლები. პროფესიონალური თვისებების ზრდა რათქმაუნდა შენი დამსახურებაა, მაგრამ ”იუვე” და გულშემატკივრებიც გეხმარებოდნენ ამაში

ამ დროის მანძილზე, შენ მილიონობით ადამიანის კუმირი გახდი. ჩვენ არამხოლოდ როგორც ფეხბურთელი ისე გვიყვარდი, არამედ როგორც ადამიანი და ”იუვეს” გულშემატკივარი. შენში მოედანზე ერთ-ერთ ჩვენთაგანს ვხედავდით. კლუბის ფერების გამო მოედანზე თავდადებით იბრძოდი, ჩვენ კი გვერდში გედექით. ჩვენ ერთად ვლოცულობდით, ვტიროდით და ვიღიმოდით, ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა. შენ სიხარულს და დაუვიწყარ ემოციებს გვჩუქნიდი. ხედავ ძვირფასო ლეო, ჩვენთვის, ”იუვენტინოებისთვის” რწმენა ეს სიყვარულია. ჩვენ და ჩვენს გულშემატკივრებს გვიყვარს ჩვენი ფერები. ჩვენ ამას ფულის გამო არ ვაკეთებთ, ეს გულში გვაქვს!

ლეო, რადგან მიდიხარ, მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია ამ წლებისთვის. რადგან მიდიხარ, შენ ამის უფლება გაქვს. წარსულში ვუყურებდი, თუ როგორ მიდიოდნენ ბაჯო, ზიდანი, იბრაჰიმოვიჩი, ვიერი და ბევრი სხვა კუმირები, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ”იუვენტინოებად” სამუდამოდ რჩებიან ! რადგან მიდიხარ, წარმატებებს გისურვებ

მაპატიე, მაგრამ მაქვს ერთი რამე, რისი თქმაც მინდა. იმედი მქონდა და მეგონა, რომ ”შავ-თეთრთან” განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა. მე მეგონა, რომ შენ განსაკუთრებული იყავი. მეგონა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დიდებული ”იუვენტინოს” , – ლეონარდო ბონუჩის გამოსამშვიდობებელ მატჩში მომიწევდა მონაწილეობის მიღება. დიდი ალბათობით ეს სხვა ადგილას მოხდა. ძალიან ვწუხვარ!

მშვიდობით ლეო, მადლობა ყველაფრისთვის, შენ ”იუვენტუსის” გალაქტიკაში ერთ-ერთ ვარსკვლავად დარჩები და მაშინ, როცა მოედანზე როგორც მოწინააღმდეგეები, ისე შევხდებით, დიდი ალბათობით, შენ დაგისტვენენ, მე კი სამუდამოდ დიდი მწუხარება დამრჩება. შენ ხომ შეგეძლო დამდგარიყავი გვერდი-გვერდ ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან: ბუფონი, დელ პიერო, შირეა, ბონიპერტი და პლატინი… ფეხბურთში ლეგენდები უფრო ფასობენ, ვიდრე ვარსკვლავები…

მშვიდობით ლეო, იმედი მაქვს შენი წასვლის მიზეზი ღირს ამად.

გწერს ”იუვენტუსის” გულშემატკივარი!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

39 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:))

Di Francesco # 1
7 years ago

Del_Piero
შენი საქმე არაა ვის სად ვუგულშემატკივრებ…

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

:euf: :euf: :euf:

თოკო
თოკო
7 years ago

ბუფონიდ მერე ესდა კიელინი დარჩება და მრრე ვინ დარჩება არ ვიცი ვის გამოც შემიყვარდა გუნდი ნელ-ნელა მიდიან და დიბალა იგუაინს როფის მოუნდებათ წასვლა ჩემმა მტერმა უყურა მაგათ ტრანსფეტებს არ ჩანს ისეთი თაობა რის გამოც იუვეს ახალი თაობაც უბალეშიკებდ ცოტა გული მწყდება მაგრამ მარად და ყველფან ფორცა იუვე

| Newsphere by AF themes.
39
0
Would love your thoughts, please comment.x