ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები (16.07.2017)

ტურინული სატრანსფერო საგა…

Tuttosport-ის ცნობით, ტურინის იუვენტუსმა ლონდონის ჩელსის მიერ შემოთავაზებული 100 მილიონი ევრო დაბლოკა გონსალო იგუაინის თაობაზე. შეგახსენებთ, თავის დროზე ტურინელებმა გონსალო 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმეს.

პსჟ-ს მცველი სერჟ ორიე, რომელიც იუვენტუსის და ინტერის სატრანსფერო სამიზნეა, ფრანგულ კლუბს ამერიკულ ტურნეზე არ გაყვა. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 20-25 მილიონი ევრო სახელდება.

Tuttosport-ის ცნობით, ბიანკონერებს ლეონარდო ბონუჩის შემცვლელად რომაელი კოსტას მანოლასის ხილვა სურთ. ერთი თვის წინ, ბერძენმა ფეხბურთელმა ზენიტთან კონტრაქტის გაფორმება გადაიფირე. შესაძლო ტრანსფერი 35 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინამ ბერნარდესკის იუვენტუსში გადასვლას მწვანე შუქი აუნთო. პირობა ასეთია: 40 მილიონი + სტეფანო სტურარო. ტრანსფერი შესაძლოა მომავალ კვირას გაოფიციალურდეს.

Sky Sport-ის ვარაუდით, უახლოეს მომავალში ტურინელთა მცველი ალექს სანდრო ახალ კონტრაქტს გააფორმებს და საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ჭორებს მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ.

Radiogoal24-ის ცნობით, მატია დე შილიოს ტრანსფერზე იუვენტუსს კონკურენციას დედაქალაქური რომაც გაუწევს. დაინტერესებულთა რიგებში არიან ლივერპული და მიუნხენის ბაიერნიც.

Sky Sport
საინტერესო ცნობას ავრცელებს შტეფან ლიხშტაინერი შესახებ. შვეიცარიელის კონტრაქტით გერმანული ვოლფსბურგი დაინტერესდა. ბუნდესლიგელები სულ მალე ოფიციალური წინადადებით მიმართვას გეგმავენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

191 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
7 years ago

LEO MERDA
რა ცუდია რო ფეხბურთის გარდა არც წაკითხულის გააზრება გეხერხება :lool:

| Newsphere by AF themes.
191
0
Would love your thoughts, please comment.x