ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კოშტა : “იგუაინს სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, დუგლას კოშტა ჟურნალისტებს შეხვდა..

“იუვენტუსი უდიდესი გუნდია და მათ თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს.ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვუყურე, ტურინელებს არ გაუმართლათ, თუმცა კარგი მატჩი ჩაატარეს.იტალიის ჩემპიონატი მაღალი დონისაა, აქ დიდი ყურადღება ექცევა ფიზიკურ ბრძოლას, იმედი მაქვს, ადაპტაციას მალე გავივლი.ვიდალი ? – არტურო ჩემი მეგობარია, მან იუვეზე ბევრი მესაუბრა, შორიდან გამაცნო ტიფოზერია, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ გუნდის თამაშზე.”

“სანამ კონტრაქტს გავაფორმებდი, ალეგრის ვესაუბრე, მან თბილად მიმიღო, ისევე როგორც მთლიანად გუნდმა.ჩემი პოზიცია ? – მარჯვნივ თამაში მიყვარს, მაგრამ ბავარიაში ხშირად ვთამაშობდი მარცხენა ფლანგზეც.დიდი მნიშვნელობა პოზიციას არ აქვს, ვიქნები იქ, სადაც მწვრთნელი მეტყვის.მთავარია, იუვენტუსს გამარჯვებაში დავეხმარო.”

“იუვენტუსისა და ჩემი ფილოსოფია ერთმანეთს ჰგავს, გამარჯვებისთვის ვიბრძვით.ანჩელოტისთან პრობლემები ? – მისტერ კარლო ძალიან კარგი ადამიანია.საკუთარ კარიერაზე ვზრუნავ, მინდა ყოველთვის მინდორზე ვიყო, ვფიქრობ, ბავარიაში ჩემი შესაძლებლობები კარგად წარმოვაჩინე და დრო იყო, კლუბი გამომეცვალა.იგუაინი ? – გონსალო უმაღლესი დონის ფორვარდია, მას სეზონში 40 გოლის გატანაც შეუძლია.”

“ბონუჩის მილანში ტრანსფერი ? – მე ტრანსფერებს ვერ შევაფასებ, გადაწყვეტილებას კონკრეტული პიროვნება იღებს.მინდა იუვენტუსს უმაღლესი მიზნების მისაღწევად დავეხმარო, ტურინელებს ჩემი სჯერათ და იმედების გასამართლებლად ყველაფერს გავაკეთებ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Mesiamovna duglasa magari mevaseboda es .11 nomerze am nomers gaprtxileba unda nedvedis shemdeg.

lasha naxucrishvili
7 years ago

მესამე ფორმა რომელია ტო? თუ ჯერ კიდევ იხარშება :lool: თუ არ ვცდები ფანებს უნდა შეექმნათ და ვისაც კაი გამოუვიდოდა ეგ ექნებოდათ ვნახოთ აბა.ის შავი ფორმა მოოქროსფრო წარწერებით რა გიჟი იყო აი ძალიან მაგარი ფორმა იყო.

juve amor
LEO MERDA
7 years ago

ცნობილია უკვე მესამეც ძმა

Black Jack
7 years ago

მიდი ლომო მიაწექი! ისე არ მომწონს წარწერები მაისურზე

lasha naxucrishvili
7 years ago
Reply to  Black Jack

გახსოვს ადრე რო ქონდა შავ ფონზე ყვითელი წარწერები ძაან მაგარი იყო რა :) ოქროსფერიც მოუხდებოდა მარა ესეც კაი იქნება მგონი.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

კამორანეზის ადგილი უნდა დაიკავოს იუვეში,მათ შორის ისტორიული ადგილიც იმედია ასეც იქნება

lasha naxucrishvili
7 years ago

ეს რო ცეცხლს დაანთებს ფლანგებზე :kenwvla:
მაგ იტალიის გუნდებს გავკვანძავთ!

გელა
გელა
7 years ago

აჰა რაც წეღან ვთქვი იგივე უთქვამს თვითონ დუგლასას.

იგუაინი 30 გოლს გაიტანს მინიმუმ სერიაში წელს აგერ ნახავთ :)

გელა
გელა
7 years ago

დუგლასა მთაავარია მოერგოს გუნდს და ამის სისწრაფე ტექნიკა კრეატივი გუნდს სრულყოფილს გახდის

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x