ბარძალი:”იუვენტუსი უნიკალურია და ამას ბევრი ვერ ხვდება”
იცოდით ეს?
“ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო მაშინ, როდესაც შინაურ ადგილს მოვშორდი.. პალერმოში დრო კარგად გავატარე.. მახსოვს ლიპიმ თან წამიყვანა და მუნდიალზე მისთვის მესამე არჩევანი ვიყავი.. აი როცა 30 წლის გავხდი, მეგონა რომ კარიერას დავასრულებდი.. ყველაფერმა ძლიერ დამღალა..
მახსოვს 2011 წლის საღამო.. მირეკავს ტელეფონი და არ ვპასუხობ.. ვიფიქრე, რომ ისევ ვოლფსბურგიდან მირეკავდნენ და მათთან საუბარი ნამდვილად არ მსურდა.. შინ მისულს ტელეფონს დავხედე და საოცრება.. ეს პიერო იყო.. დავურეკე:”ალექს, ხომ არ მოგაცდინე? არა ბარძო! გირეკავდი, რომ შენთვის ერთი კითხვა დამესვა.. ფიზიკურად თავს როგორ გრძნობ? ვუპასუხე, რომ “უკვე ისე აღარ, როგორც ჩემპიონობისას”.. გაეცინა ))
იუვე მცველს ეძებს და მე მათ შენი სახელი ვუხსენე.. შენი გამოცდილება ახლა ძლიერ წაგვადგება და დროა უახლოეს თვითმფრინავზე ბილეთი შეიძინო და აქ ჩამოხვიდე!
წარმოიდგინეთ.. პიერო როგორ ანადგურებდა მსოფლიოს ამას ტელევიზორში ვხედავდი.. ახლა კი ის ტელეფონზე მირეკავს და თავისთან მიხმობს.. ეს გრანდიოზული ემოცია იყო!
“მემგონი ვერ შევძლებ ალექს.. ალბათ კარიერას დავასრულებ.. რაა? კარიერის დასრულება? ჭკუიდან ხომ არ შეიშალე? შენ აქ ტურინში უნდა იყო! გადატვირთვა უნდა მოხდეს, რის შემდეგაც დაცვის ლიდერად ჩამოყალიბდები! “კი მაგრამ ახლა 30-ის ვარ და დასვენება მჭირდება”.. “30 ის ასაკია, როცა ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხო! წამოდი ტურინში!”
არასოდეს დავივიწყებ იმ სიტყვებს და ემოციას, რაც პიერომ მომცა.. მან ჩემს კარიერას სტიმული მისცა.. იუვენტუსი კი განუმეორებელი კლუბია! იგი ყველაზე დიადია! მე აქ არაჩვეულებრივი დრო და მატჩები ჩავატარე.. საუბრობენ ბარსელონა, რეალზე.. მაგრამ იუვენტუსი უნიკალურია და ამას ვერავინ ვერ ხვდება. ფიორენტინა ჩემს შეძენას დიდხანს ცდილობდა და 400 000 ევროთი მეტს მთავაზობდა ანაზღაურებას, მაგრამ იუვენტუსს ვერასოდეს ვუღალატებ”.
იუვეს სუპერ შეტევითი ხაზი წყოლება და ბერნადესკი იმედია მალე გაოფიციაურდება