ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბენტაკური: “იუვესთვის მზად ვარ… კრიტიკისთვისაც”

ბენტაკური ახალი სეზონისთვის ემზადება…

ურუგვაელმა ნახევარმცველმა JTV-სთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

“სოციალურ ქსელში პროფილი არ მაქვს, არც Facebook, არც Instagram და არც Twitter..

ჩემი მთავარი მიზანი ამ გუნდში დიდხანს დარჩენა და საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაა..

ბოკაში თამაშის საშუალება საკმაოდ ახალგაზრდული ასაკიდან მომეცა. აქ ტურინში კი შანსი მაქვს ჩემი გამოცდილება გამოვიყენო. ვთვლი, რომ იუვენტუსისთვის მზად ვარ, ასევე მზად ვარ კრიტიკისთვის..

ყველა პოზიციაზე სათამაშოდ მზად ვარ, მაგრამ თუ ასარჩევად იქნება საქმე მცველების წინ მირჩევნია. ვითამაშებ იქ, სადაც ალეგრი მეტყვის..

ჩემთვის დიდი პატივია ისეთი გუნდის მაისურის ტარება, რომელსაც თავის დროზე კასერესი, მონტერო და ძალაიეტა ატარებდნენ.”

8 thoughts on “ბენტაკური: “იუვესთვის მზად ვარ… კრიტიკისთვისაც”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.