შესნი: “აქ ყოფნით ბედნიერი ვარ”
რომას ექს კიპერის პირველი ტურინული პრეს კონფერენცია…
“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ბოლო 2-3 თვე ზუსტად ამ დღეს ველოდი. ვესაუბრე თუ არა ბუფონს? დიახ, ის უბრალოდ გასაოცარია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ვარჯიშის საშუალება მომეცემა, ის ჩემთვის მნიშნველოვანი პიროვნებაა..
მზად ვარ ნებისმიერ მომენტში სათამაშოდ, მაშინ როცა საჭირო ვიქნები. ჩემთვის პრობლემა არ იქნება, თუ გარკვეული შეხვედრების სკამზე გატარება მომიწევს..
ბუფონი შეცვლა? მე უბრალოდ ბედნიერი ვარ და არანაირ წნეხს არ ვგრძნობ. ვფიქრობ, შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. მე გავატარე 2 დაუჯერებელი წელიწადი რომში, რისთვისაც მგლების მადლობელი ვარ, მაგრამ ახლა მე აქ ვარ..
რას ვისწავლი ბუფონისგან? ის გასახდელის ნამდვილი ლიდერია. ფეხბურთში საზღვრები არ არსებობს, არის მხოლოდ მოედანი, რათა გახდე უკეთესი. რომში უფრო ინტერნსიურ ვარჯიშს მივეჩვიე, ვიდრე ეს ინგლისში იყო. ვიმედოვნებ ტურინშიც ბევრს ვისწავლი, ისეთი დიდი მოთამაშისგან როგორიც ბუფონია. იუვემ ამირჩია მე, მე კი მზად ვარ მათი იმედები გავამართო..
ალეგრი? მას უკვე დილით შევხვდი. მასთან ურთიერთობისთვის დიდი დრო მექნება. მე მსურს გამარჯვება და იუვეში სწორედ ამისთვის მოვედი. ჩემთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. 27 წლის ვარ და გამარჯვება მწყურია..
მანოლასი იუვეში? ეს ჩემი პრესკონფერენციაა და სხვაზე ლაპარაკი არ მსურს. გლიკი? მან ტურინზე საინტერესოდ მესაუბრა.”
გლიკი ვინაა?
ბერნა არ მივიდა ფიორეს სამედიცინი შემოწმებაზეო სკაი სპორტმა დაწერა
ახლა ბერნანდესკი და მილინკოვიჩ სავიჩი მოიყვანონ და მერე ნახე ჩემი ბედნიერება