ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი ემრე ჩანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ემრე ჩანი იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, როგორც ამას იტალიური პრესა გვიმტკიცებს:

ფაბიო პარატიჩი ფეხბურთელთან მართავს მოლაპარაკებებს.. ბიანკონერის სპორტული დირექტორი ცდილობს დაარწმუნოს იმ მაშტაბურ პროექტში, რომელიც იუვეს გააჩნია..

თუ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, ამის შემდეგ იუვე საქმის მოგვარებას ლივერპულის ხელმძღვანელობასთან ეცდება..

უახლოეს პერიოდში საბოლოოდ გადაწყდება რჩება თუ არა ემრე ჩანი იუვენტუსის სამიზნედ..

21 thoughts on “პარატიჩი ემრე ჩანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

  1. მეგობრებო, ვფიქრობ უსაფუძვლოა რიგი გულშემატკივარის მოსაზრება იმაზედ, რომ ემრე ჩანი არის ურგო ფეხბურთელი, მეტიც, ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერი იგროკია და ფრიად დიდებული ტრანსფერი იქნება თუ რა თქმა უნდა შედგა. ფაქტია, რომ ალეგრიმ გადაწყვიტა გუნდის საგრძნობი გადახალისება და ეს სავსებით გასაგებია, რამეთუ პრიორიტეტი არის ლიგის მოგება და საჭიროა ახალი, მეტი მუხტის მქონე სისხლი. კოშტა, დე შილიო და შესნი-უკვე სწორად გათვლილი ტრანსფერებია, თუ ბერნი დაიდო და ამას დაემატა ემრე ჩანი (კროოსის იმედი არ მაქვს სამწუხაროდ)ეს იქნება გუნდის ფუნდამენტალური გადახალისება, რომელიც მხოლოდ მოიტანს პოზიტიურ შედეგს, რასაც ამდენი ხანია ველოდებით. გულით არ მინდა მარიო ლემინას გუნდიდან წასვლა, არც კუადრადოსი. ყველაზე მეტად უნდა შევინარჩუნოთ დიბალა, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბერნისთან ერთად მიულერის დამატება მეტად კარგი ვარიანტად მოსჩანს. ასე რომ, მეტი ოპტიმიზმით, მეგობრებო. მარად და ყველგან ფორცაა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee:

  2. სასელექციო გუნდად აქციეს იუვე, როგორც პორტო და ბენფიკაა. ოღონდ უფრო დიდ მაყუთს ჭრიან, დიდი მასშტაბებით. ყველას შეუძლია წასვლა, ლიჟბი სურვილი გამოთქვას. სად ხარ მოჯი სად

  3. ბერნარდესკიმ სამედიცინო ცნობა გაუგზავნა ლაციოს და წინასასეზონო მზადებაში არ გაყვა ფიორეს. მოგვიანებით კლუბმა დაადასტურა მცირე პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და 4 დღიანი შვებულება მისცა…
    ნათელია, რომ ბერნას არ უნდა დაბრუნება ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. დღეს ისევ ხვდებიან ერთმანეთს და იმედია გადაწყდება კარგად ყველაფერი.
    უკვე შეთანხმდნენ, რომ 40 მილიონს ახლავე გადაიხდის იუვე და ბონუსებზე მიდის ვაჭრობა. ასევე მაროტა ცდილობს ტრანსფერში რინკონი ან სტურარო ჩართოს, ვის მიმართაც ფიორენტინას ჰქონდა ინტერესი.
    იტალიური პრესა ამტკიცებს, რომ საქმე მალე დაიხურება და წინ ვერაფერი დაუდგება ამ ტრანსფერს…

  4. ესეთი პესიმიზმი ალბათ სიენას და პალერმოს ფანებში არ არის როგორც აქ ამ საიტზე. რას ერჩით ემრეს? გერმანელია ჭკვიანი ტაქტიკურად და ფიზიკურად ძლიერი ართმევაც კარგი აქვს და პასიც. თავით კარგად თამაშობს და ისეთი ასაკი აქვს რომ მოუმატებს კიდევ მაგრად. ყველა ასაკობრივი ძირიტადის ფეხბურტელი იყო გერმანიაში და ლიდერი თან.

    მთელი გერმანია დიდ იმედებს ამღარებს ამაზე და აქ რო კითხო ხალხს კანკავას დონის ნახევარმცველი გეგონება. ძალიან გავს ხედირას მახასიათებლებით, ოღონდ არ იმტვრევა ესაა მისი დიდი პლიუსი

  5. ეს შეგვრჩება ხელში და ბერნაზე კი დავრჩებით მშრალზე. დიბალასაც გაასოხარებენ. ჯოგი არიან ეგენი და არ გჯერათ რა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.