ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საკი ბერნარდესკიზე საუბრობს

არიგო საკი ფედერიკო ბერნარდესკიზე საუბრობს:

“ბერნარდესკის დიდი პოტენციალი აქვს.. იგი ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა.. მახსოვს, ნაკრებს ცუდ მინდორზე უწევდა ასპარეზობა, მაგრამ იგი პირველიდან ბოლო წამამდე ენერგიის ნაკლებობას არ გრძნობდა.

მას ძლიერი მარცხენა აქვს, რომლის დახმარებითაც ბურთს საიმედოდ აკონტროლებს.. მშვენიერი დაყენებული დარტყმა.. მინუსად მარჯვენა ფეხს დავასახელებდი, რომლითაც იშვიათად მოქმედებს.. ეს ასპექტი გამოსასწორებელი აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მცველებისთვის ადვილად გასაშიფრი გახდება.

მოდით ასე ვიტყვი.. ბერნას კარგი დრიბლი აქვს.. მცველს ადვილად სცდება სივრცის და ფანტაზიის დახმარებით.. დიდებული ფეხბურთელი? უმჯობესია წინასწარ ასეთ ფრაზებს თუ არ ვიტყვით. მართალია მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ დახმარება ესაჭიროება, რათა საკუთარი მახასიათებლები სწორად განავითაროს.. მაგალითისთვის აიღეთ რონალდუ.. იგი შესაძლოა სულ ერთხელ შეეხოს და გოლი შექმნას.. პორტუგალიელი წინასწარ საზღვრად ეპიზოდს და იღებს საუკეთესო გადაწყვეტილებას. ფედერიკოს მოუწევს მსხვერპლზე წავიდეს და გუნდზე ითამაშოს. მიხვდეს ტურინული გუნდის ფილოსოფიას, რომელიც სრულებით განსხვავებულია.

იგი არც დელ პიეროა და არც ბაჯო.. ეს ორი ცენტრალურ ზონაში მოქმედებდნენ, მაშინ როდესაც ბერნა ფლანგელია. იუვეს მასსზე დიდი ფსონი აქვს გაკეთებული და ფეხბურთელს მაქსიმუმის გაღება მოუწევს, რომ მათ იმედი გაუმართლოს.. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ახალ კლუბის გარემოზე..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
GI2GI
GI2GI
7 years ago

ალეგრი არის აქლემი. ჰექტორ რაულ კუპერი და კლაუდიო რანიერის ტიპაჟი. პროვინციელი იყო მილანში რო მიიყვანეს და ეხლაც პროვინციელია. ფინალის წასაგებად რო მზად არის ისეთი სახე აქვს.

iniesta
iniesta
7 years ago
Reply to  GI2GI

Vfikrob wlebia juves yvela igroks da mwvrtnelebs shtabs da fanebsac egeti saxeak ligis finali roiwyeba :D 96shic chaawyes turoca moiges

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x