იტალიური მედია:”დიბალა ხელშეუხებელი არ არის”
პაულო დიბალა..
იტალიური მედიის რამდენიმე წყარო ბერნარდესკის ტურინში ტრანსფერს კლუბის მხრიდან ძალზედ მიზანმიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს..
საქმე იმაშია, რომ იუვეს ოფისისთვის არგენტინელი მარგალიტი ხელშეუხებელი ფიგურა აღარ არის..
გუნდი მზადაა 120 მილიონი წინადადების სანაცვლოდ 21 ნომერს შეელიოს..
ეს საუბარი მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, როდესაც ნეიმარზე და პსჟ-ზე აქტიურად იწერებოდა.. თითქოს კატალონიელები ბრაზილიელის გასხვისებისთანავე მაროტასთან დარეკავდნენ და საქმიანი ვიზიტით ტურინს ეწვეოდნენ..
ახლა ეს საუბარი მიწყნარდა, რადგან პიკემ როგორც ჩანს თანაგუნდელის დაშოშმინება მოახერხა.. ნეიმარი რჩება.. მაგრამ რატომ და ვის შეუშლის ხელს დიბალას შეძენა? თუნდაც იმავე პსჟ-მ რომ გამოყოს შესაბამისი ბიუჯეტი? სადაც 220 ჰქონდათ გამზადებული ბარსასთვის, იქაც 120 არგენტინელისთვის.. უბრალოდ აქ თემა უკვე ფეხბურთელის ნება სურვილზე მიდის.. დიბალასთვის ოცნება მესის გვერდით ყოფნაა და არა ედინსონ კავანისთან..
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.. ალეგრი და კომპანია ჟურნალისტებთან საუბარში ყველაფერს გამორიცხავენ, მაგრამ შეხედეთ ერთ მნიშვნელოვან რამეს.. გუნდში ამ ეტაპზე ძალიან ბევრი “მემარცხენე” შემტევია.. ბერნარდესკი, კოშტა, დიბალა.. იუვე შემთხვევით ნაბიჯებს არ დგამს და მას “გადამეტებული” ერთი სტილის მოთამაშე იშვიათად თუ ყოლია..
რა შუაშია კაცო?ბერნა არი ტიპიური ფლანგის შემტევი,ცაციობა რა შუაშია აქ?დბალა ცენტრში შეწეულია და ეს ვიღაც ჟურნალისტების მონაჩმახი მგონია.
ბრძოლისუნარიანობით მაგარია მარიო მაგრამ გოლავიკობით იგუ ჯობია.
მანჯუ მაგრად არ მევასებოდა,სანამ გადმოვიდოდა, მაგრამ კილერმა ისეთი კაცური რაღაცეები ჩაიდინა, რო შეუძლებელია იუვეს ტიფოზერიას ეს არ დაენახა. ფეხბურთის თამაშს, რო თავი დავანებოთ, მარტო ის რად ღირს მოედანზე როგორ ამანდრაჟებს ისეთ ტიპებს, როგორიც სერხიო რამოსია(ლიგის ფინალში მაგრა მოაკეტინა მაგ გნიდას). შარშან ლევანდოვსკის თავი გაუსია ტურინში თამაშის დროს და ბევრი ასეთი შემთხვევა. ფორზა მარიო ! ფორზა სუპერმარიო !
დიბალსა კონტრაქტში დევს ასეთი პუნქტი დიბალას სურვილიდან გამომდინარე რომ თუ ბარსლონას ენდომება მისი ყიდვა 120 მილიონი ევროა გამოსასყიდი თანხა მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ბარსელონასთვის სხვა გუნდებისთვის ეს ციფრი გაცილებით მაღალია ზუსტად აღარ მახსოვს მახსოვს მაგრამ სადღაც 170 მილიონამდე მგონი
მანჯუ ჩემი ფავორიტია ) ტიპი იმენა ყველაზე განსაკუთრებულად შეუყვარდა ტიფოზერიას! მაგი სეზონს ისევ მარცხენა შემტევად დაიწყებს )) ალეგრის ეგ სტილი აქვს, დანარჩენებს ნელ ნელა შეაჩვევს სასტავს.. ასე რომ მანჯუ იოლად არავის არაფერს დაუთმობს )) ეგ ისე ბონუჩისაც შეცვლიდა უკან
არ მგონია წელსაც ფლანგზე დააყენოს
Es ukve sxva saqmea dzlivs ar daemtxva chveni azrebi ertmanets)))

Mec mase mgonia ro isev marcxniv daiwyebs…
მე იგუაინი ბევრად მირჩევნია მანჯუკიჩს მარა ამ იუვეს მანჯუკიჩი მეტად უხდება, წელს თუ ორივე ცენტრფორვარდი იქნა არ გამოვრიცხავ რო მანჯკიჩმა აჯობოს
ლა რეპუბლიკა და კორეიორო დელა სერა )) კალონკის პონტია რა პრინციპში ) სადაც იტალიელი ჟურნალისტები საკუთარ ნააზრევს წერენ )) იმედია ვარაუდი ვარაუდადვე დარჩება)) ბომბა გუნდი გვყავს წინა ხაზში და მესამე მსოფლიოზე უნდა გავიდეთ
გამოკვეთილ შემტევს ჩვენს გუნდში ბევრი უკლია “ბომბამდე” :))))
ცენტრ-ფორვარდზეა საუბარი?) იგუმ წონაშიც მნიშვნელოვნად დაიკლო და წელს იმაზე მეტს შეაგდებს ვიდრე შარშან ყველა ტურნირზე )) კლასნია იგუ კლასნი ))
ამ სტატიას წყარო აქვს? უბრალოდ მაინტერესებს ვისი ფანტაზიის ნაყოფია. :)))
Ha midit exla atexet erti ambavi aba
როგორი შემოგდებული სტატიაა
.როდის ყოფილა ვინმე ხელშეუხებელი ამათხელში ნეტა
.ხო შემთხვევით და უაზრო ნაბიჯს არ დგავს კარგად არჩევს ვის მერე ვინ უნდა მოიყვანოს 
ასეთი სტატიის დადება რა უბედურებაა
gaatare brat gaatare …..
არანაირად არ ქნება ,,ნუგეში” ბერნას ყოფნა თუ ეს წავიდა… აი მერე მართლა იყიდე-გაყიდეზე გვქონია პრეტენზია და მეტი არაფერზე
ეს უბრალოდ ვიღაცეების ვარაუდია აი როგორც ჩვენ ვსაუბრობთ ტრანსფერებზე აქ :)
ესეც რომ მილანმა წაიყვანოს დასახვრეტი იქნება ანიელი და იუვემ რამოდენიმე წელი არსებობა უნდა შეწყვიტოს არ გაუშვათ არაა გონს მოდი ხელმძღვანელობააავ
ჭორებს არ ავყვეთ……..