იგუაინი ბონუჩიზე, იუვეზე და დიბალაზე..
გონსალიტო საინტერესო თემებზე საუბრობს:
“არაერთი წელი ბონუჩი იუვენტუსის ღირსებას ამაყად იცავდა.. ახლა კი ის ჩვენი უშუალო კონკურენტის შემადგენლობაში განაგრძობს ასპარეზობს. ჩვენს რიგებში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ირიცხებიან.. შედეგად, ეს არ იქნება დიდი დანაკლისი.
ჩვენი მთავარი მეტოქე ისევ ჩვენ ვართ.. აგერ უკვე მერამდენე წელია სხვა კლუბებზე საუბრობენ და ბოლოს ჩემპიონები ისევ ჩვენ ვხვდებით. მომავალი სეზონი მეტად რთული ჩანს.. გუნდები საგრძნობლად მოძლიერდნენ.. მაგრამ არც იუვენტუსი ყოფილა უსაქმოდ.
დიბალა? თითოეულ ჩვენთაგანს მისი გუნდში დარჩენა სურს.. მაგრამ არ მაქვს უფლება იარაღი ამოვიღო, შუბლზე დავადო და დავემუქრო.. გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს. მან კარგად იცის რა უფრო უკეთესია საკუთარი კარიერისთვის. იუვეში მას გამორჩეულად აფასებენ.. ფანებს უყვართ და თანაგუნდელებისგან მუდამ აქვს მხარდაჭერა.. აქ ყველაფერია წარმატებისთვის..
მოიგებს თუ არა დიბალა აქ ჩემპიონთა ლიგას? შარშან ახლოს ვიყავით.. მაგრამ ფეხბურთელი გუნდში, მხოლოდ იმიტომ არ უნდა გაჩერდეს, რომ აქ დიდ ტიტულს აუცილებლად მოიპოვებს.. ზოგადად, ფანტასტიური წლების შემდეგ ამ ჯილდოს მოპოვება ბუნებრივია ეპიკური იქნება”.
ბუფონი – კანსელო-რუგანი-კიელინი-სანდრო – მარკიზიო-პიანიჩი – კოშტა-დიბალა-ბერნანდესკი – იგუაინი
შესნი, დეშილიო, ბარძალი, ბენატია, კალდარა, ასამოა, ხედირა, ჩანი, სტურარო, ბენტანკური, კუადრადო, პიაცა, მანჯუკიჩი, კინი.
მეც მინდოდა კანსელო, თუმცა მგონი დე შილიოს გადმოსვლამ გამორიცხა ჟოაუს ტრანსფერი
მაინც ჩალიჩობენ და კანსელომაც საახლობლო წრეს უთხრა გადავდივარ იუვეშიო და რავიცი ვნახოთ რა იქნება.
დეშილიო ყველანაირად კარგი შენაძენია, გაჭირვებისას მარჯვნივაც ითამაშებს. კანსელოს კი ეჭიდაოს ძირითადზე, როგორ უნდა აბა. აჯობებდეს ნეტა არ მეწყინება :D
ალბათ ასე იქნება, იქ შეიძლება რუგანის ადგილზე ვინმე მცველი მოიყვანონ და ჩანის მაგივრად მატიჩი ან მილინკოვიჩი.
და ამ კონტემ მართლა შეიყო რა :))))
150 მილიონი აქვს გამოყოფილიო სანდროზე და ვიგილზე.
Chelsea will continue to back head coach Antonio Conte in the transfer market and are prepared to sanction a £150m combined bid for Virgil van Dijk and Alex Sandro, of Southampton and Juventus respectively, reports the Daily Mirror.
დაიცა 70 მილიონზე უარი უთხრეს და პოგბას რეკორდის მოხსნას ხო არ გეგმავს ანტონიო?
პირიქით მგონი გვეხმარება. მაროტა ისეთია სადმე ახალ სანდროს იპოვის 30 ლიმონად
https://www.fourfourtwo.com/news/higuain-i-need-score-more-europe
რახან ღიპუცა მიხვდა თუ მიახვედრა ალეგრიმ, რომ ევროპეზე მეტი უნდა გაიტანოს და გაიტანოს მნიშვნელოვან თამაშებში კარგია, იგრძნო ალბათ მანძუ პირდაპირ კონკუენციაში რომ ყავს და მოუჭირა ცოტა :))))
1juve
ივლისი 25, 2017
უეჭველი 3 კუში ჩელსი – ბაიერნი
გილოცავ მოგებას.
ასე თუ გაგიხარდებოდა გეთქვა და მეტს დავდებდი
1juve
ივლისი 25, 2017
კონტე რო ბაიერნის მწვრთვნელი იყოს და ანჩელოტი ჩელსის მაშინ ბაიერნი ბევრად უკეთესი კლუბი იქნებოდა და სესაბამისად ბაიერნი მოიგებდა.
თურმე ჩელსის და ბაიერნს მწვრთნელების ბარტერი განუხორციელებიათ. )))
დიბალა ნაღდად არუნდა წავიდეს გუნდის პრესტიჟის საქმეა,თანაც მართლა ძლიერი იგროკია და შესანიშნავად თამაშობს გუნდში,თუმცა დავეთანხმები ვიკინგს,რომ იუვეში უნდა თამაშობდნენ ისეთი იგროკები ვისაც იუვე უყვართ და ნამდვილი იუვენტიონები არიან,განვმეორდები დიბო განსაკუთრებით მიყვარს,მართლაც კარგად უბერავს,მაგრამ შეუცვლელი არავინაა,მისი შეცვლაც შეიძლება(ის ტეკსტი რომ სულ ხომ არუნდა იცვლებოდნენ ფეხბურთელები ჩემთვისაც გასაგებია)და არაა მისაღები მაგრამ არის შემთხვევები როცა თავს ზევით ძალა არაა,დიბოს მისცეს ყველაზე მაღალი ხელფასი,პერსპექტივაში არის რომ კიდე მოუმატონ და მეტი რა უნდა გააკეთოს ვთქვათ შეფობამ მისი შესანარჩუნებლად??? ის არგუმენტი რომ უნდა შეინარჩუნონ ფეხბურთელი ყველანაირად პრაქტიკულად ამის პასუხია ის რაც დავწერე ხელფასთან დაკავშირებით,ხოდა კიდე განვმეორდები თუ წავა ვთქვათ დაახლოებით აიღებენ მასში 100–110 მილიონბს ამას ვამბობ… Read more »
Dybala chemi azrit imitom ar igebs N10 ro icia wamsvlelia juvedan da ar unda gaanawyenos xalxi!!!!!!!
პიპიტა მართლა ტოპ იგროკია და ამ ეტაპზე ასეთი იუვეში სამია სულ,ჯიჯი,კიელინი და ეს.მომავალში კი დიბალა და ბერნარდესკი აუცილებლად და რუგანი და პიაცა პოტენციურად
მარიო მანძუკიჩი და სამი ხედირა
მანჯუკიჩი შემდეგი სეზონიდან დაგვტოვებს. ფლანგელების მოყვანით მისი კრაიზე თამაში დასრულებულია. ისე ცუდია, როცა ლიგის ფინალში კარვახალი, მარსელო უფრო მეტ შეტევით ფუნქციებს კისრულობს ვიდრე შენი კრაინი, მაგრამ ვერც მოთხოვ მარიოს-ფორვარდია.კარგ ფორმაში მყოფი მანჯუკიჩი იგუაინის ზამენად აღარ დაჯდება. მართალია ძალიან პროდუქტიულია, მაგრამ ტოპფორვარდობამდე, რაღაც აკლია და ეს რაღაც იგუაინს აქვს. შარშან პიპიტა 82 კილო იყო, ახლა 75-მდე ჩამოვიდა,ასე,რომ ღიპიანს ვეღარ უწოდებს კაცი უკვე
ჩემს თეორიას ალგრის კინისადმი ინტერსი ამყარებს. შემდეგ სეზონში სრულწლოვანი ხდება, კონტრაქტს გაუფორმებენ და 18 წლის ბიჭს მემგონი იგუაინის დუბლიორობა არ გაუტყდება, პირიქით ბევრს ისწავლის მისგან

დიბალას თუ წასვლა უნდა წავიდეს, თუმცა ლეონარდომ ცუდი მაგალითი მისცა
კლუბის ამბიციების, ქმედებების, ტიფოზერიის ნდობის და კარგი ანაზღაურების შემხედვარეს თუ კიდევ ასეთი სურვილი გაუჩნდება ჩვენი ბალეშიკობის ღირსი არც ყოფილა. თუ მართლა სურს ბიანკონერის ისტორიაში დარჩეს და იუვეს ავტობუსზეც ეწეროს მაგის სახელი, მაშინ მივესალმები მის გადაწყვეტილებას

ფეხბურთელი, რომელიც სხვა გუნდზე ფიქრობს, დიდ სარგებელს ვერ მოგიტანს. აქ სულით და გულით იუვენტინოები უნდა თამაშობდნენ. ეს იუვეს ტრადიციაა და სრული ერთსულოვნება უნდა სუფევდეს გუნდში. ეს არა მხოლოდ დიბალას ეხება. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეგ ინფორმაცია, კონტრაქტში ჩადებული პუნქტის შესახებ, მართალია. დიბალაზე იუვემ დიდი გათვლები გააკეთა, ასევე საიმიჯო კუთხითაც გუნდის სახეა და ყველანაირად ეცდებიან მისი ინტერესები გაითვალისწინონ. ბონუჩის დიბალასთან კონფლიქტი ჰქონია, უკმაყოფილო იყო მაგდენი ხელფასი რო დაუნიშნეს და აგრესიული ყოფილა მის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მთელმა გუნდმა დიბალას მხარე დაიჭირა, ეს ერთერთი მიზეზი იყო ბონუჩის წასვლის, თვითონაც აღნიშნა, რომ პორტოსთან თამაში მისი დასჯა “ბოლო წვეთი” იყო და კლუბმა მის მიმართ… Read more »
მაროტას აქვს ნათქვამი დელ პიეროს მსგავსი პროექტი შევუქმენით დიბალასო, ნაღდად ყველაფერს აკეთებს კლუბი ამ ფეხბურთელისთვის და თუ მაინც წავა ხელმძღვანელობას ვერ დავადანაშაულებთ.
დზაან მევასება ეს კაცი მიდი გონსალო მინიმუმ 35 გოლი სერია_ში ბონუჩიზე თკვა რო შევხვდები აუცილებლად გავუტანი გოლსო მჯერა რო შეასრულებს
ამას ჭკუაც კარგი ქონია, ანუ აზროვნება. ნუ მთლად 90 მილიონის ჭკუა არ აქვს, მაგრამ მაინც