ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: “კეთილი იყოს შენი მოსვლა ფედერიკო!”

hi-res-7553dca16442799387ba9cd64435a624_crop_north

ბერნარდესკი ნამდვილი ტალანტია…

კლაუდიო მარკიზიოს ინტერვიუ კლუბის ტელეარხთან.

“ბერნარდესკი? კეთილი იყოს შენი მოსვლა! ჩვენ, იტალიელები კარგად ვიცნობთ მას, ის ნამდვილი ტალანტია, რომელსაც შეუძლია აამაღლოს ჩვენი გუნდის დონე. ის შეუერთდა გუნდს, რომელსაც სურს ახალი გამარჯვებები და მას ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს ახალი მიზნების მიღწევაში.

ამ წინასასეზონო შეკრებას ჩვენი ფეხბურთელები ჭადრაკისებურად შეუერთდნენ. ჩვენი მოგზაურობა შეერთებულ შტატებში საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ახალ ქალაქებს და რაც მთავარია, ვეთამაშოთ ისეთ დიდ გუნდებს, როგორიცაა “ბარსელონა”, “პსჟ” და “რომა”. ძალიან მნიშვნელოვანია შედუღაბების პროცესი ახლა დაიწყოს, პირველი ტიტულისთვის ბრძოლამდე ერთი თვით ადრე.

ჩვენი მოტივაცია მაღალია და ძლიერდება ახლი მოთამაშეების წყალობით. 6 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვიგებდით ტიტულებს, მაგრამ ხალხი ყოველ წელს ლაპარაკობს, რომ ეს რთული იქნება წინა წელთან შედარებით. ამაში არის სიმართლე, რადგან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი და უფრო მეტად მოტივირებულნი, ვიდრე წინა წლის დასაწყისში.

ახლა მონდომებით ვმუშაობ, რათა შევინარჩუნო დინამიკა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი დრო დავხარჯე მუხლის ტრავმის აღდგენაზე, ამიტომ არ მქონდა საშუალება დავმტკბარიყავი უქმეებზე. ახლა კი შესანიშნავი ზაფხული გავატარე და როგორც კი შვებულება დამთავრდა, საკუთარ თავს ვუთხარი: მე მზად ვარ ახალი სეზონისთვის.

წინასასეზონო მზადებისას გუნდში დატვირთვა ძალიან მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია მოთამაშემ იგრძნოს საკუთარი სხეული, რათა იცოდე, რამდენად დაიტვირთო და როდის ითხოვო დღე, რომ დაისვენო.”

Football Italia

95 thoughts on “მარკიზიო: “კეთილი იყოს შენი მოსვლა ფედერიკო!”

  1. აი გოლი შმურნოვიც კი ტაშს უკრავდა საგოლ კიელინი შე სუპერმენო ფორზა იუვე კიდე 2 გოლი მაგათ ))))

  2. რამდენი ილესავს კბილებს ჩვენზე :mrgreen: ვიღაც მეთევზეებით და სკამზე დამპალი ზანგებით თურმე ლიდერები იქნებიან იუვესთან :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: ოპტიმიზმი გამიგია, მაგრამ მთლად ასეთი?! :mrgreen:

  3. აუ მაროტამ მაგრები იბაზრა გამისწორდა ისიც გამისწორდა რო თქვა რო ახალგაზდა მცველები გვკავსო იასნა რუგანი-კალდარა

    1. მე მოკლე ვარიანტი ვნახე… ამბობს, დიბალაზე ბევრი შემოთავაზება უარვყავით, ის ბედნიერია ტურინში და ჩვენი მიზანია ის დიდი ხნით დარჩეს აქო…

  4. =ტიგრ= ხოდა გამოცდილი მაგარი და ამცუტას როგორიც ცჰირდება იუვეს. ესეტი ვერატი. ნაიანგოლინია. იკნებ ერტერტი დადოოოოოოონნნნნნ

  5. მაროტას ინტერვიუ სრულად დადეთ ძმებო,პრაქტიკულად ყველა თემას შეეხო რაც გვაინტერესებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.