ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “იუვე კვლავ ფავორიტია”

ლეგენდარული იტალიელი მოახლოვებულ სერია ა-ზე…

ტურინის იუვენტუსის და მილანის ლეგენდამ ანდრეა პირლომ ორივე გუნდის სატრანსფერო სვლები შეაფასა და მოახლოვებულ სეზონზე კომენტარი გააკეთა:

“იუვენტუსი ჯერ კიდევ ფავორიტია. მათ დაიმატეს დუგლაშ კოსტა, ბერნარდესკი და შესნი. ახლა კი კვლავ აპირებენ გაძლიერებას. ყოველ წელს ხალხი საუბრობს, რომ რომას და ნაპოლის ჯერი მოვიდა, მაგრამ შემდეგ ყველა ვხედავთ რაც ხდება..

ბონუჩი მილანს დიდ ქარიზმას, ინდივიდუალურ და საერთაშორი გამოცდილებას შემატებს. იუვენტუსი კი ლეოს სახით ტექნიკურ მოთამაშეს დაკარგავს. შეძლებს თუ არა მილანი სკუდეტოსთვის ბრძოლას? ასე არ ვფიქრობ. როცა იწყებ ნულიდან და მოგყავს 10 ახალი მოთამაშე, მათი შესაძლებლობების მიუხედავად თავიდანვე გამარჯვება რთული..

ორი მარცხი ლიგის ფინალში? არ ვფიქრობ, რომ მათ რამე აკლია. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხეს. ახლაც ვწუხვარ ბერლინის ფინალის გამო. კარდიფში იუვე მეორე ტაიმში დაეცა, ასეთი რამ ხშირად ხდება. გავიხსენოთ ლივერპული და სტამბულის ფინალი.”

140 thoughts on “პირლო : “იუვე კვლავ ფავორიტია”

  1. და გააკეთეთ აქცენტი ლიგაზე ეს სერია-ა ხო 900 ცალი გაქვთ.

    რაც მილანს ვგულშემატკვრობ 2 ლიგა და 2 სერია-ა მოიგეს, რამდენჯერაც ლიგის მოგების პონტი იჩითებოდა კალჩოს სულ იკიდებდნენ. იუვე კიდე სულ აწიოკებს მთელ იტალიას 2012 წლიდან მოყოლებული გაკოტრებულ მილანურ გუნდებსაც, მაგრამ დროა დაბალანსდეს სიტუაცია. 2011 წელს მილანმა უკონკურენტო სერია ა რო მოიგო ნაღდად მახსოვს რომ სულ არ ვზეიმობდი. მაურინიო რაც წავიდა ინტერს ყოფა ქონდა ნატირები, ნაპოლი ჯერ არ იყო მოხოდილი, იუვეს დელნერები და ჩირო ფერარები წვრთნიდნენ და ევროპის ლიგაზეც გიჭირდათ მოხვედრა, რომა მეორე ადგილისთვის გაჩენილი კლუბია და მაშინაც ეგრე იყო. მოკლედ ის ხდებოდა 2011 წელს მილანისთვის რაც 2012 დან დდღემდე იუვესთვის. ეხლა არის შანსი რო კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი გვქქონდეს, ამიტომ ყველასთვის კაია

    1. აუ რა მაგრად მეშლება ნერვები უაზრობას რო ვკითხულობ. რაღაცის გარტყმაში რო არ ხარ უნდა გაჩუმდე და მიხედო იმ საქმეს რაშიც ერკვევი. მილანის დამსახურება რანაირად არის რო სერია ა ლიგა 1-ზე მაღლა დგას დღეს, ვინმემ ამიხსენით აი ეს ფრაზა და ხალხი რო ეთანხმება ამაში :lool: ბოლო 5 წელია იუვენტუსი ათრევს ჩემპიონატს ლიგაზე. კოიფიციენტებს შეხედეთ უბრალოდ. კალჩოს კოეფიციენტების ნახევარი იუვეზე მოდის. მილანის დამსახურებაა თურმე მომავალ წელს მილანურ გუნდებს ჩ.ლიგაზე გაძვრომის შანსი რო მიეცათ. იუვე რო არა დღეს მართლა 1 გუნდი გავიდოდა იტალიიდან ლიგაზე და არა 4

    1. სანდროს დარჩენა საეჭვო გახდა უკვე მგონი,ისევ დაიწყეს მასზე ბაზარი,ჩელსი სერიოზულად ინტერესდება მისით,პლიუს დაემთხვა თუ რა ხდება არვიცი სპინაცოლა შეიძლება დაბრუნდეს ატალანტადანო,ასევე საჭვოდ არ უფორმებენ სანდროს უკეთეს კონტრაქტს რაზეც იყო საუბარი,ძალიან ცხელი აგვისტო გველოდება აშკარად

    1. ამ სეზონჰი იუვემ თუ ლიგაზე გააკეთა აქცენტი მილანი უპრობლემოდ მოიგებს სკუდეტოს გადახედე ჰენი გუნდის კალანდარს არ გაუჭირდება წარმატება ევროპა ლიგაზე და და დროზე დაბრუნდით ლიგაზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.