სატრანსფერო სიახლეები…
უახლოესი სატრანსფერო სიახლეები…
სპორტმედიასეტის მტკიცებით “იუვენტუსი” კონცენტრირებულია ალეგრის ორი მოთამაშე კიდევ მოუყვანოს. საქმე ეხებათ კეიტა ბალდეს და ბლეზ მატუიდის. გამომცემლობის აზრით, ტურინელებს შეუძლიათ ამით სატრანსფერო ფანჯარა დახურონ…
ჯანლუკა დი მარციო კი ამტკიცებს, რომ ტურინელები ისევ ინტერესდებიან ნზონზით – იმ შემთხვევაში, თუ “სევილია” ფასს დაუწევს “იუვენტუსი” მზადაა განაახლოს მოლაპარაკება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მატუიდისთან დაკავშირებით. რაიოლა ცდილობს დაითანხმოს “პსჟ”–ს მესვეურები, შეელიონ ნახევარმცველს. მატიჩი სამედიცინო შემოწმებას გადის “მანჩესტერ იუნაიტედში”, ხოლო ემრე ჯანის გაშვებას “ლივერპული” ეწინააღმდეგება. გორეცკა დათანხმდა “შალკე 04” თხოვნას, დარჩეს ერთი სეზონით გუნდში. ტურინელები ასევე დაინტერესებული არიან უილიამ კარვალიოს მომსახურებით და “სპორტინგთან” კონტაქტში არიან, მაგრამ მისით ბევრი გუნდია დაინტერესებული, განსაკუთრებით “არსენალი” აქტიურობს, ამიტომ მისი ფასი ძალიან მაღალია.
ხუან კუადრადოზე დიდი მოთხოვნაა. ბოლო დროს “რომა” გააქტიურდა და ცდილობს კოლუმბიელი გადაიბიროს. ახალი ინფორმაციით კი “არსენალმა” ისევ გააკეთა კუადრადოზე შეთავაზება, ახლა უკვე 30 მილიონს ჩამოდიან ლონდონელები. ალეგრი დიდად არაა დაინტერესებული მისი გასხვისებით, თუმცა კეიტას მოყვანამ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს. მაროტამ 20 მილიონიანი წინადადება გაუკეთა “ლაციოს” და მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. როგორც იცით კეიტა უარყოფს ყველა შეთავაზებას და ამის გამო დაძაბული ურთიერთობა აქვს ლოტიტოსთან, რადგან მას 30 მილიონის გამომუშავების იმედი აქვს და მაქსიმალურად ცდილობს დაბლოკოს “იუვენტუსის” ვარიანტი. უარეს შემთხვევაში, შეიძლება მოთამაშე დაკარგოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ერთი წლის შემდეგ.
რთული სიტუაცია შეიქმნა ნეიმარის “პსჟ”–ში შესაძლო გადასვლის გამო. როგორც ამბობენ, ყველაფერი შეთანხმებულია კლუბებს შორის და “ბარსელონა” 220 მილიონს მიიღებს, ხოლო ნეიმარი ხელფასის სახით 5 წელიწადში 150 მილიონს გამოიმუშავებს. გარდა ამისა შეიხმა დამატებითი ანაზღაურებისთვის უცნაური ფორმა გამოიგონა და ნეიმარს ემირატების მსოფლიო ჩემპიონატის ელჩობა შესთავაზა, რის მიხედვით ბრაზილიელი კიდევ 300 !!! მილიონს მიიღებს…
“ბარსელონა” კი შემცვლელის ძიებაშია. პრესაში რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ერთერთი კანდიდატი პაულო დიბალაა, თუმცა “იუვენტუსმა” უარი განაცხადა მის გაყიდვაზე, რადგან არგენტინელი ახალ ფორმაციაში საკვანძო ფიგურაა და არ აპირებენ არანაირ ფასად შეელიონ. უფრო რეალურია კოუტინიოს ვარიანტი, “ლივერპული” თავის მხრივ უკვე გააქტიურდა მისი შემცვლელის ძიებაში. კიდევ ერთი სასურველი ფეხბურთელი კატალონიელებისთვის ანტუან გრიზმანია და “ატლეტიკოს” 100 მილიონიანი წინადადება გაუმზადეს. არის ლაპარაკი, რომ “ბარსას” ძალიან სურს კილიან მბაპეს გადაბირებაც, თუმცა “რეალის” ინტერესიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა. ასევე გაიჟღერა, რომ შესაძლოა ნეიმარის ტრანსფერში დი მარია ან დრაქსლერი ჩართონ…
შეტევა მიდის “იუვენტუსის” კიდევ ერთ საკვანძო ფიგურაზე. ჩელსი ისევ გააქტიურდა და ალექს სანდროზე 68 მილიონამდე გაზარდა თანხა. თუმცა “იუვენტუსში” კატეგორიული უარი განაცხადეს და განხილვას არცერთ ვარიანტში არ აპირებენ.
ცენრალურ მცველთან დაკავშირებით “იუვენტუსში” გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ბუფონი ამტკიცებს, რომ არავის დამატება საჭირო არაა და დაცვის ხაზი ისედაც ძლიერია. კიელინის მოსაზრებით კი მას, ბარძალის და ბენატიას დასვენებისთვის მეტი დრო დასჭირდებათ და სასურველია კლუბში კიდევ ერთი მცველი იყოს. ამასობაში ალეგრი ცდილობს გაარკვიოს რამდენად საიმედოა ცენტრალური დაცვის ხაზი და საბოლოო გადაწყვეტილებას როგორც ჩანს, სუპერთასის თამაშის მერე მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში “იუვე” კონტაქტზეა მანოლასსთან და მიუხედავად მაღალი ფასისა, ყველაზე რეალური ბერძენის დამატებაა…
კიდევ ერთი ადგილი, სადაც გაძლიერება აუცილებელია, მარჯვენა მცველის პოზიციაა. დიდი შანსია ლიხშტაინერი მალე “ნიცაში” აღმოჩნდეს და “იუვე” იძულებული იქნება ნებისმიერ ვარიანტში დაიმატოს ფლანგის მცველი. მთავარი კანდიდატი კანსელოა, “იუვე” ესპანელებს 17 მილიონს + ლემინას სთავაზობს და დიდი ალბათობით, ტრანსფერი მალე შედგება.
აუ რა ტრანსფერები დადეს გუნდებმმა. ამატ კიდე სდზინავტ. მელიაა არა ისა კიდე ტოო. ერტი ნახევარმცველი რაგახდა იუვესტვის მშრომელი აი ვიდალი რომიყო ისეტი. ნაიანგოლანი იკნებ ეტრიატ. ან ერიკსენი. შეტავაზებაც კი არგამიგია ტოო
კეიტაზე ბოლოს რაც წავიკითხე ის იყო, რომ სუპერთასის ფინალამდე არ უნდა ლაციოს გაშვება და აგვისტოს მეორე ნახევარში აუცილებლად წამოიყვანს მაროტა.
იმედია მასე იქნება,რეალურად რომ შევხედოთ ლაციოს ის სუპერთასზე უნდა იუვეს წინააღმდეგ და მერე უკვე იფიქრებს მის გაშვებაზე სულ რომ იაფად არ დაკარგოს,მაგრამ საქმე იმაშია რომ ნაპოლიმ შესთავაზა 22 მილიონი და 4 მილიონი ბონუსი ანუ 26 მილიონი და მილანი სთავაზობსო ასე დაიწერა 30 მილიონსო ანუ რამდენსაც ლოტიტო ითხოვს,თუმცა აქ ალბათ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის კეიტას მას ხომ იუვეში უნდა თამაში და ალბათ ეს არის მთავარი,მე ვფიქრობ რომ მაროტა პირველ შეთავაზებას(15 მილიონი და 5 მილიონი ბონუსი)აწევს ამ თანხას და ალაბთ ტრანსფერი დაახლოებით მოგვარდება 25 მილიონის ფარგლებში ეგრე ვფიქრობ