ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლემინა წამსვლელთა სიაში შევიდა

იტალიური მედიის ინფორმაციით:

მარიო ლემინა წამსვლელთა სიაში შევიდა..

ამერიკულ ტურნეზე სხვადასხვა ფეხბურთელის ბედი გადაწყდა, როგორც ამას იტალიური წყაროები იუწყებიან.. ალეგრის შავ სიაში სხვა მოთამაშეებთან ერთად გაბონელი შუახაზელიც მოხვდა.

თავის მხრივ ლემინას მსურველები ნამდვილად არ აკლია.. პრემიერ ლიგის და საფრანგეთის ჩემპიონატიდან არაერთი გუნდია მისი ტრანსფერით დაინტერესებული. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

9 thoughts on “ლემინა წამსვლელთა სიაში შევიდა

  1. ლემინა რინკონი და სტურარო სამივე გასაშვებია. ამათ ფასში აქეთ ერთი ნორმალური ფეხბურთელი იყიდონ ჯობია.

  2. რინკონი და ლემინა დატოვებენ კლუბს, გადაწყვეტილი ამბავია. შეიძლება ლიხშტაინერიც წავიდეს ნიცაში. სერიოზულად განიხილავენ სპინაცოლას ახლავე გადმოყვანას, ატალანტამ უკვე მიაგნო შემცვლელს. ასეთ შემთხვევაში ასამოა შესაძლოა გაუშვან.
    ტუტოიუვემ დაწერა, შემოდგომაზე გადახედავენ სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში იანვარში კალდარას დაიმატებენ.
    კეიტაზე იუვე მოუმატებს თანხას და სავარაუდოდ გარიგება სუპერთასის შედეგ შედგება.
    შიკზე მალე ახალი საგა დაიწყება, აგვისტოს ბოლოსკენ ახალ შემოწმებას გაივლის და მსურველების დიდი რიგი უდგას, მათ შორის პსჟ. თუმცა პატრიკს თვალი იუვესკენ უჭირავს და ნედვედიც ხელიდან არ გაუშვებს ამ ბიჭს დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

  3. ლეიმურაზი, ასამოა, რონგო, არაფერი ესაქმებათ იუვეში. ამათ მაგივრად ჯობია შანსი მიეცეთ მანდრაგორას, ბენტაკურს, ორსოლინის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.