ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ კროტონეს კინის არენდაზე უარი უთხრა

მოიზეს კინი – ფეხბურთელი, რომელსაც აგენტად რაიოლა ჰყავს და უკვე თავის ასაკში დიდ იმედებს იძლევა:

პატრიკ შიკის ტურინში ტრანსფერი მის წასვლას გამოიწვევდა.. იქნებ ბედისწერამ ასე ისურვა, რომ იუვეს რიგებში კინი დარჩენილიყო?

დიახ, დარჩენილიყო რადგან კროტონეს გუშინ მარტო მანდრაგორას არენდით აყვანა არ სდომებია..

აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მოიზეს კინთან დაკავშირებით, მაგრამ მაროტას პოზიცია მკაფიო იყო – კინი ტურინს არ დატოვებს!

მაგრამ რამდენი ხანი? ორშაბათს შიკი ახალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვინ იცის იქნებ ბორბალი თავიდან დატრიალდეს? ამასთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ კეიტა ბალდეს საკითხიც.. ლაციალეს შემტევს იუვეში სურს თამაში და მეტი არაფრის გაგონება არ უნდა..

ამასობაში კინი მშვიდად აფასებს სიტუაციას და რაც მთავარია კლუბს მისი სწამს.. ნებისმიერ შემთხვევაში თუ რაიოლა თავის ამპლუაში არ იქნება, სულ ცოტახნით მაინც, მაშინ ტურინი მოიზესთვის კარგ ვარიანტს შეარჩევს.. ან ეფექტურ არენდას, ან უფრო კარგი.. ვიცე-იგუაინის პოზიციას..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მე პირადად შიკის ტრანსფერს მირჩევნია ეს დარჩეს და ის დრო ამას მისცეს ალეგრიმ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x