მანდრაგორა ტურინის დატოვებასთან ახლოს არის
ახალგაზრდა და ძალზედ იმედის მომცემი იტალიელი ნახევარმცველი ტურინის დატოვებასთან ახლოს არის:
მანდრაგორას ბევრი მსურველი ჰყავს და იუვე არ აპირებს მისთვის ხელის შეშლას.. საქმე ბუნებრივია არენდას ეხება, რადგან ბიანკონერი როლანდოს გამორჩეულად აფასებს და სურს მის პროგრესს ხელი მაქსიმალურად შეუწყოს..
ფაქტია, ტრავმა რომელიც ერთი წლის წინ მანდრაგორამ მიიღო, მნიშვნელოვნად შეაჩერა მისი განვითარება, თუმცა კლუბს ფეხბურთელის სწამს და მას მოკრძალებულ გუნდში პრაქტიკისთვის ანათხოვრებს..
რეალური შანსი ამ ეტაპზე კროტონეს აქვს, რომელმაც პრინციპში უნდა ითქვას, თითქმის გამონახა იუვესთან საერთო ენა..