ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მესი ტურინს უტევს..

დიბალას გარშემო საფეხბურთო მსოფლიო დატრიალდა:

ყოველ შემთხვევაში კორეირო დელა სპორტისთვის ეს ასეა..

ნეიმარის 222 მილიონიანმა გარიგებამ, ბარსელონა ბაზარზე აგრესიულად გასვლა აიძულა.. ფანებს ღირსეული შემცვლელი სურთ და ასეთი კანდიდატი ბევრია..

დემბელე, კოუტინიო და კიდევ ბევრი სხვა..

სხვათაშორის ფეხბურთელებს თავისი ფავორიტები ჰყავთ და ყველაზე საინტერესო მესის აზრია.. ლეო რომ კატალონიური გუნდისთვის შეუფასებელია და მისი აზრი ყოველთვის წონად ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება..

დიბალას მიმართ კატალონიელტა გააქტიურება ცალსახად არგენტინელი სუპერ ვარსკვლავის დამსახურებაა.. სწორედ იგი ითხოვს ხელმძღვანელობისგან დაჟინებით დიბალას ტრანსფერს.. ესპანური მედიის მტკიცებით ბარსას უფროსობა მაქსიმუმს გაიღებს, რომ მესის მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნას..

თუმცა, ერთია რას ითხოვს მესი და მეორეა რა აზრზეა იუვენტუსი.. ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ორიოდე დღის უკან ბიანკონერის სათავო ოფისში შეიკრიბა.. დირექტორატის დაუგეგმავი საქმიანი თათბირი გარკვეულ თემებს ეხებოდა, როგორც სატრანსფერო ასევე მენეჯმენტურ მიმართულებებს.. პირველი პირები შეჯერდნენ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – დიბალა არ იყიდება! მას გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს..

განსხვავებით პოგბას სიტუაციისგან, აქ მაროტას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ თავად დიბალაც არ იწვის დიდად წასვლის სურვილით.. არავინ იცის რით არის ეს განპირობებული, რადგან დიბოს მესისადმი სიყვარული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.. მაგრამ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელს არ ხიბლავს ის როლი რაც ამ ეტაპზე ბარსაში ელის..

ერთი სიტყვით შტურმი იქნება.. ეს ცალსახაა და ვნახოთ როგორი მომზადებული დახვდება მას ტურინული კედელი.

7 thoughts on “მესი ტურინს უტევს..

  1. ჯერ ერთი არავითარ ფასად არ უნდა გაიყიდოს და თუ გაყიდიან მინიმუმ 180 მილიონი.როცა გუნდს ფეხბურთელი უნდა უნდა გადაიხადოს.დღეს ასეთი პრინციპია.ნეიმარი 222 მილიონი არ ღირდა მააგრამ რო უნდოდათ გადაიხადეს

  2. მომზადებული კი არა ტუ გადაიხდიან იმდენს რამდენიც ანიელის და ელკანს გაუსწორდება იმ წამსვე გაყიდიან და მერე ბალდე კაიტას მოიყვანენ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.