ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : დიბალა “იუვენტუსის” ახალი ათიანია !

ტურინის “იუვენტუსს” ახალი ათიანი ჰყავს..

იტალიური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერმა დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან ათ ნომრიანი მაისურით პაულო დიბალა იასპარეზებს.მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” მიერ გამოჩენილი სერიოზული ინტერესის შემდეგ კლუბმა ამ ნაბიჯით ხაზი გაუსვა, რომ არგენტინელთან გამომშვიდობებას არ აპირებს.

ლა ჯოიას ათიანს ლეგენდარული ტურინელი, ალესანდრო დელ პიერო ტვიტერში გამოეხმაურა : “წარმატებებს გისურვებ, პაულო, ატარე ეს ნომერი, როგორც ნამდვილმა იუვენტინომ.გაგვახარე ! “

არგენტინელმა პინტურიკიოს ასე უპასუხა : “დიდი მადლობა, ჩემთვის პატივია შენი ნომრის ტარება.ვფიქრობ, ათიანებს შორის შეჯიბრი ჯარიმების შესრულებაში მართლაც საინტერესო იქნება.”

შეგახსენებთ, რომ დიბალასა და დელ პიეროს ჯარიმების შესრულებაში დიდი ხანია კონკურსი აქვთ დაგეგმილი, კარი კი ჯანლუიჯი ბუფონმა უნდა დაიცვას.

ტურინელთა ბოლო ათიანი პოლ პოგბა იყო, რომელიც ერთი წლის წინ მანჩესტერ “იუნაიტედს” შეუერთდა, მანამდე კი ამ ნომერს კარლოს ტევესი ატარებდა.

წყარო : Football Italia

15 thoughts on “ოფიციალურად : დიბალა “იუვენტუსის” ახალი ათიანია !

  1. მერჩივნა იტალიელს აეღო, მაგრამ წარმატებები დიბალს :forza: :forza: :forza: :forza: მაინ ალექს. ფორცა იუვე ფორცა დელ პიერო

  2. როგორც იქნა.. ძალიან გამიხარდა, 10 ნომერი ჩემი საყვარელი ნომერია და ძალიან არ მომწონდა გუნდი ამ ნომრის გარეშე რო თამაშობდა

    ძალიან კარგი და მნიშველოვანი გადაწყვეტილებაა :forza:

  3. პირველ რიგში ბრავო ბერნარდესკის, რომელმაც გონიერად ახსნა 10-იან პოზიცირება და მერე დიდი მადლობა მთელს გუნდს, რომელმაც მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და დიბის გადასცა ეს საპატიო და საპასუხისმგებლო 10-იანი.

    ახლა კარგი ტოპ-მცველი+ტოპ ნახევარმცველი და გუნდი კომპლექტშია!!

    მარად და ყველგან ფორცაა იუვეე!! :juvee: :juvee:

  4. ძაან კარგი ქნეს რო დიბოს მისცეს 10ი. აქ ბევრს სურდა რო ბერნას აეღო 10 და მაშინ ვიძახდი რო ეს დიბოსთვის უპატივცემულობა იქნებათქო.

  5. ბერნარდესკი 21 და ზიდანი დელ პიეროს დონის დუეტი გვეყოლება ორ წელიწადში

  6. დიბალა :love: ერთ-ერთი გუნდის საიტზე “სხვა გუნდია ფანები შემოდიანო და დასტოინადო” მე კიდე იასნად Screen:mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.