მონკი : “სტროოტმანის გაყიდვას არ ვაპირებთ”
ალექსანდრ კოლაროვის პრეზენტაციაზე “რომას” გენერალურ დირექტორს, რობერტო მონკის ჟურნალისტებმა კევინ სტროოტმანზე დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა..
“სტროოტმანი ? – კევინისადმი გამოჩენილ ინტერესზე არაფერი მსმენია, არც იუვენტუსთან და არც რომელიმე სხვა კლუბთან ჰოლანდიელის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ ვაპირებთ.ნახევარმცველთან გამომშვიდობება ჩვენს გეგმებში არ შედის.”
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა სტროოტმანისადმი ინტერესს იჩენს და ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯიალორისის 30 მილიონს სთავაზობს.