აგენტი : “იუვეს პიაცა ლიგის ფინალში დააკლდა”
მარკო პიაცას საფეხბურთო აგენტმა, მარკო ნალეტილიჩმა იტალიურ რადიოს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, იმედი მაქვს, სულ მალე მარკო გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეძლებს.ვფიქრობ, იუვეს პიაცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკმაოდ დააკლდა, სკამიდან ხორვატი ფეხბურთელის შემოსვლა ტურინელებს გააძლიერებდა.ბიანკონერებს ჯერ ხორვატის სრული პოტენციალი არ უნახავთ, დამიჯერეთ, ამ მოთამაშეს შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.”
“მწვრთნელის მხრიდან ნდობას ვგრძნობთ, ეს კი უმნიშვნელოვანესია.პიაცას კონკურენცია არ აშინებს, იგი გახარებულია იმ ფაქტით, რომ იუვემ ძლიერი ფეხბურთელები დაიმატა.ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარება სჭირდება, ამაში კი თანაგუნდელები დაეხმარებიან.მარკოს 2-3 პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, ეს კი, ვფიქრობ, მწვრთნელისთვის ბევრს ნიშნავს.”
“შემოთავაზება არაერთი კლუბისგან მივიღეთ, თუმცა ფეხბურთელმა თავად აირჩია კარიერის ტურინში გაგრძელება.არენდაზე საუბარი არც ყოფილა, ბიანკონერების ხელმძღვანელობას მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე და დეტალები შევათანხმე.გარემარბის დამატება ფიორენტინასაც სურდა, თუმცა, იუვეს ინტერესმა ყველაფერი შეცვალა.”
“ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩენა იანვრამდე ? – ეს საკითხი ფეხბურთელის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, სხვა პრობლემას ვერ ვხედავ.თუ პიაცა ფიზიკურ ფორმას აღიდგენს, იგი განაცხადში იქნება.”
იმის დედა ვატირე ამაზე სასაცილო რამე თუ მენახოს ტო ნახეთ უეჭველი
https://twitter.com/durandil67?lang=el ბარსელონა და მსაჯი კინაღამ ავყირავდი
ჩანმა ნორმალურად, შეიძლება ითქვას კარგად ითამაშა ვატფორდთან ლეიზი მატუიდის კი სჯობს მემგონი
ახალგაზრდა ხედირაა ტიპი. გაძლიერება თუ გვინდა უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გვჭირდება
ასეთი სტილის სტადიონებს ვერ ვიტან
ამ ოლიმპკოს სტადიონის დანახვა აღარ მინდა რა არ შეიძლება ხანდახან სხვა სტადიონზეც იყოს ხოლმე თამაში გაახურეს ბლიად ვინ იცის როგორ უხარიათ იმ საცოდავებს მაგრამ უფრო მრავალფეროვნების პონტში რა ხანდახან სხვა სტადიონზე.
არის ვინმე ვინც ჩემნაირად ფიქრობს ? თუ მარტო მე მეშლება ნერვები