“პსჟ” მატუიდის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს
“პსჟ” “მონაკოს” ნახევარმცველის, ფაბინიოს გაფორმების შემთხვევაში ბლეიზი მატუიდის წასვლის უფლებას მისცემს..
სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები მონაკოელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დიდი ალბათობით, სულ მალე ფაბინიოს ტრანსფერს ოფიციალურად დახურავენ.ამის შემდეგ ფრანგ ნახევარმცველს უფლება ექნება, კარიერა ბებერ ქალბატონში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა დიდი ხანია მატუიდის შეძენას ცდილობს, მის სანაცვლოდ ფრანგული გრანდი 25 მილიონ ევროს ითხოვს.სავარაუდოდ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას მინო რაიოლა შეუწყობს ხელს, რომელიც ბლეიზის საფეხბურთო აგენტია.