ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იუვენტუსს გამარჯვება სისხლში აქვს”

მასიმილიანო ელეგრიმ პრემიუმ სპორტს ვრცელი ინტერვიუ მისცა..

“16 ივლისს, დილით, იუვენტუსის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, სიმართლე გითხრათ, ზარის მიზეზს ვერ მივხვდი, რადგან კონტეს გუნდიდან წასვლის ამბავი ჯერ გახმაურებული არ გახლდათ.საღამოს პრეზიდენტს შევხვდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილე, თავს დასვენებულად ვგრძნობდი და მზად ვიყავი, ახალი გამოწვევა მიმეღო.ანტონიო კონტემ იუვესთან ერთად სამწლიანი ეპოქა შექმნა, მას შეეძლო, წარმატებას ევროპაშიც მიეღწია.”

“იბრაჰიმოვიჩი ? – იგი განსაკუთრებული მოვლენაა, უმაღლესი დონის ფეხბურთელია.რთული ხასიათი აქვს, მისი კარგად მესმის, თუმცა ყველა თანაგუნდელთან იდეალური ურთიერთობა არ ჰქონდა.ბუფონი ? – იგი ყველასგან განსხვავებულია, ნებისმიერ პოზიციაე შეუძლია საუკეთესო იყოს, მომავალში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად სიამოვნებით ვიხილავდი.ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათთან გართობა და ხუმრობა მიყვარს, მაგრამ მეგობრობა ერთია, პროფესიული ურთიერთობა კი მეორე.”

“იუვენტუსს გამარჯვება სისხლში აქვს, აქ სხვა არაფერი აინტერესებთ.პრეზიდენტი ანიელი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, შესანიშნავი იდეები აქვს და დარწმუნებული ვარ, მათ განახორციელებს.ვთვლი, რომ იუვენტუსი როგორც იტალიაში, ისევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.”

“ბონუჩი ? – რა თქმა უნდა, ლეონარდოს წასვლამ გული დამწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანი იყო.პირადად მე, მასში გასახდელის ლიდერს და იუვეს მომავალ კაპიტანს ვხედავდი, მაგრამ მან სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ჯიჯი
ჯიჯი
7 years ago

300 კაცმა ნახა და უკემენტაროდ როგორ დატოვეთ ასეთი არგი ნააზრევი?
ალეგრი სწორს იძახის.მალე იუვე ევროპას დაიბყრობს.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x