კონდოგბიას აგენტი ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს ეძებს
მილანის “ინტერის” ნახევარმცველს, ჟეოფრეი კონდოგბიას გუნდის გამოცვლა სურს..
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელის შეძენასთან ყველაზე ახლოს ესპანური “ვალენსიაა”, თუმცა მოთამაშის აგენტი უკეთესი ვარიანტის პოვნას ცდილობს.
ტურინის “იუვენტუსი” დიდი ხანია ნახევარმცველის ძიებაშია და მთავარ კანდიდატად ბლეიზი მატუიდის განიხილავს, თუმცა არაა გამორიცხული, მოლაპარაკებები კონდოგბიას თაობაზეც წამოიწყოს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის მოთამაშე ნერიაძურის 2014 წელ შეუერთდა “მონაკოდან”, 36 მილიონ ევროდ, თუმცა ხელმძღვანელობის იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა.
(: 708 )
Ratomgac mgonia ro viyidot veli kondogbia dabrundeba monakoshi ro iyo. Kai transperi ikneba am moshlil intershi bervri kai pegburteli kvdeba ver avlelen taviant potencials
მე პირადად მაგრად გამისწორდება ამის მოყვანა. აქვს პოტენციალი და ინტერში კიდევ პოტენციალის განიავების უამრავი მაგალითი არსებობს ბერგკამპით დაწყებული და კაუტინიოთი დამთავრებული. ინტერში ვერ გახსნა არ წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას. 15-20 მილიონად ღირს ამ ბიჭის მოყვანა.
ერნანეშის გამოცოცხლების იმედიც გვქონდა მარა როგორც ჩანს ინტერში თუ ჩაყვინთა კაცმა იმას ზედაპირზე ვეღარ ამოათრევ . ისიც წინა კლუბში(ლაციოში) კარგი იყო და ინტერში ჩაქრა, ასეა ესეც…
ისე შეიზლება ამის გამოცოცხლება იუვეში
ზაან კაი ვარიანტია,არც ისეთი ფასი ექნება და თუ გაამართლა და დაიხსნა,ზაან მაგარი იქნება