ბუფონი : “დიბალა ნამდვილი ათიანია”
მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ჟურნალისტების წინაშე ჯანლუიჯი ბუფონი წარსდგა, გთავაზობთ ლეგენდარული კაპიტნის ინტერვიუს..
“ვფიქრობ, დიბალაზე ათიანის გადაცემით იუვენტუსმა სწორი ნაბიჯი გადადგა, ეს ნომერი ხომ დამატებითი მოტივაციაა ფეხბურთელისთვის.პაულო ზუსტად ის ფიგურაა, რომელიც ლეგენდარული მაისურის ტარებას იმსახურებს, დარწმუნებული ვარ, იგი ასი პროცენტით გაამართლებს იმედებს.მახარებს ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი სუპერთასის მოგების შანსი გვაქვს, თუმცა, ნაწილობრივ მაშინებს ის ფაქტი, რომ ეს ჩემს კარიერაში ბოლო სუპერთასი იქნება.”
“საოცრად მოტივირებული ვარ, რთულ მატჩს ველი, თუმცა მინდორზე მხოლოდ ტიტულის მოსაპოვებლად ვაპირებთ გასვლას.მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მათი არ გვეშინია, ყოველი სეზონი ახალი გამოწვევაა და იუვენტუსი მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს.იტალიური ფეხბურთის არსებობის ისტორიაში, ზედიზედ 6-ჯერ სკუდეტო არავის მოუგია, ჩვენ გვინდა, საკუთარი სახელი ოქროს ასოებით შევიდეს ისტორიაში.”
“შეუძლებელია, გუნდი აგვისტოში იდეალურ ფორმაში იყოს, თუმცა, ეს კარგი ტესტი იქნება ჩვენი მომზადების შესამოწმებლად.სეზონში პირველი ოფიციალური ტიტულის მოსაგებად მზად ვართ.”
რატომ მიდის ვერ ვხვდები
ჯიჯი გაგვახარე დღეს
