ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ახალი სეზონი, ახალი გამოწვევები”

“ლაციოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა..

“მე მწვრთნელი ვარ და ჩემი მთავარი მოვალეობაა, გუნდს რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვაგებინო, არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა წარსულში, მოტივაციის პრობლემა არ უნდა შეიქმნას.იუვესთან ერთად მიჯრით სამი სკუდეტო მოვიგე, ორჯერ მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ვიზეიმეთ გამარჯვებები იტალიის თასზე და სუპერთასზე, სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია.ახალი სეზონი იწყება, ახალი გამოწვევებით, კარდიფში წაგებული ფინალის შემდეგ ევროპაში ხმაურიანად უნდა დავბრუნდეთ, იტალიაში კი ყველას დავუმტკიცოთ, რომ კვლავ ძლიერები ვართ.”

“ლაციო მშვენიერ ფორმაშია, დაცვის ხაზი ცოტა გოლს უშვებს.ხვალ რთულ მატჩს ველი, თუმცა ჩემი შეგირდები მინდორზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ.ტოტენჰემთან მარცხი ? – სიმართლე გითრათ, მატჩის რაღაც მომენტში საერთოდ არ მსურდა, გოლი გაგვეტანა, რადგან სუპერთასის წინ მწარე გაკვეთილი მიგვეღო.ზოგჯერ იმაზე მეტად უნდა მოინდომო, ვიდრე შეგიძლია.აგვისტოში პირველი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს, იდეალურ ფორმაშ არცერთი გუნდი არაა, ამიტომ გადამწყვეტი როლი შესაძლოა მოტივაციამ ითამაშოს.”

“კარგი შევსება მივიღეთ, ახალმა ფეხბურთელებმა პირველ რიგში უნდა გაიგონ, რას ნიშნავს იუვენტუსი, რისთვის იბრძვის ეს გუნდი და იგრძნონ ის ფაქტი, რომ აქ ყოველი ბურთისთვის ბრძოლა გადამწყვეტია.ბენტანკური ძალიან ნიჭიერია, ნამდვილი პროფესიონალი და ჭკვიანი მოთამაშე, აუცილებლად მოუმატებს.”

“შემადგენლობა ? – ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერაც არ ვარ, ბუფონი ითამაშებს, იგივე შემიძლია ვთქვა იგუაინზე და დიბალაზეც, კარგით, იმასაც გეტყვით, რომ მანჯუკიჩი სასტარტოში იქნება.დანარჩენს თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყობთ.ბონუჩი ? – უდიდესი ფიგურაა, იუვენტუსმა ლეოს ბევრი მისცა, ისევე როგორც მან გააკეთა ბევრი რამ გუნდისთვის.იპოვო ლეონარდოს მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი შეუძლებელია, ეს იგივეა, უთხრა ლიხტშტაინერს სათამაშო სტილით დანი ალვეშივით ითამაშოს.რამდენიმე სისტემა დავხვეწეთ და საბედნიეროდ, შეგვიძლია როგორც მატჩის, ისე სეზონის მიმდინარეობისას სხვადასხვა სქემებზე გადავეწყოთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x