დიბალა : “თუ პრეზიდენტს სურს, აქ სამუდამოდ დავრჩები”
ტურინის “იუვენტუსის” ათიანმა, პაულო დიბალამ “ლაციოსთან” წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა..
“მიუხედავად იმისა, რომ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ, დამარცხებას ვიმსახურებდით.საქმე დამატებით დრომდე რომ მისულიყო, სიტუაცია მთლიანად შეიცვლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, უკანასკნელ წუთზე დავისაჯეთ.პირველი 10-15 წუთი საკმაოდ კარგი გამოვიდა, შემდეგ კი ინძაგის შეგირდებმა შემოგვიტიეს და ორი გოლიც გაგვიტანეს.რა თქმა უნდა, მატჩებისადმი მიდგომა უნდა შევცვალოთ, პატარა გუნდს არ უნდა დავემსგავსოთ, კალიარისთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი.”
“პირადად მე, საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მერე რა, რომ ორი გოლი გავიტანე.სეზონის გახსნით შეხვედრაში უკეთესი პერფომანსი უნდა ვაჩვენო.იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ, სამი თვის წინ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ხელმძღვანელობამ ლეგენდარული ათიანი შემომთავაზა, უკმაყოფილო რით უნდა ვიყო ? “
“მინდა კარიერის პიკს აქ მივაღწიო, თუ პრეზიდენტს სურს, სამუდამოდ ტურინში დავრჩები.”
დიბალა საოცრად კარგია,დიდიხნით დარჩეს და ორივე მხარე მოიგებს ამითი
ალვეშის არ იყოს წადი თავს უშველე თორე ერთი 5 იგროკი სპალის დონის სულ გეყოლება გუნდში თან ძირითადში
რა მაგარი ხარ დიბი და დარწმუნებული ვარ ანიელ-ელკან ვაჭრებმა თუარ გაგყიდეს მართლა დარჩები სამუდამოდ.შეხედეთ ზიდანს,ეგ რო მაშინ არ გაეყიდათ რა მწვრთნელი გვეყოლებოდა დღეს.კაი დიდი ჰიპერმარკეტი აქვთ გახსნილი ტურინში ამ ნაგვებს და ვაჭრობენ გაცხოველებულები.ეს ვაჭრობა სხვათა შორის ახალი დაწყებული არ არის,ეს დიდი ხანია დაიწყო და ამიტომაა ლიგას რომ ვერ ვეღირსეთ ამდენი წელია და ალBათ ვერც ვეღირსებით.იმედია ერთ დღესაც გავიღვიძებთ და გავიგებთ რომ შეიხებმა იყიდეს იუვეო და აი მაშინ დაიწყება ბედნიერი ხანა იუვეს ცხოვრებაში და შესაბამისად ჩვენიც.ასეთ გუნდს შეიხები მონსტრად აქცევენ
დიბოოო ჯიგარი ხარ აქ უნდა დარჩეს და დაწერო სასწაული ისტორიააა. ფორცა დიბოო ფორცა იუვეე
მეტი რა თქვას ნედვედ ჰენ აიღე თავზე ამის იუვენტუსჰი კარიერამდე დასრულებამდე ყოფნა კლუბჰი რო დარჩეს სხვისი იმედი არ მაქ სამწუხაროდ ჰეიძლება რაღაც ასტრონომიულ თანხად მაინც გაყიდონ იმედია მიხედავ ამ საქმეს და არც ინანებ და არც ვინანებთ იუვეს ბალეჰიკები