ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი “იუვენტუსს” უახლოვდება

იტალიური პრესის ცნობით, ბლეიზი მატუიდი ტურინის “იუვენტუსს” უახლოვდება..

გაზეტა დელო სპორტის მტკიცებით, მოლაპარაკებები ფრანგულ მხარესთან დასკვნით ფაზაში შედის და უახლოეს დღეებში, 30 წლის ნახევარმცველი ბებერი ქალბატონის საკუთრება უნდა გახდეს.ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მატუიდიმ გუშინ პარიზელთა შემადგენლობაში მინდორზე მხოლოდ ბოლო 3-4 წუთი გაატარა, აქამდე კი იგი ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლებოდა.

ამავე წყაროს მტკიცებით, ბლეიზის ტრანსფერი ჯუზეპე მაროტას 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყარო : Football Italia

32 thoughts on “მატუიდი “იუვენტუსს” უახლოვდება

  1. ლაციოდან სავიჩი დაგვხატავდა. კეიტა დატოვონ წელს და გაისად იფასოდ მოვა.. სავიჩი დიდიხნით ძლიერ ცენტრს ნიშნავს… უძლიერესი ბიჭია. დაჟე 60 არ მენანება მისთვის და ლაციოც მაგ ფასად არ დაფიქრდება

  2. მოკლედ რა 3 ნახევარმცველი გაასწორებდა მარა კოშტას უწევს სკამზე დაჯდომა და არა მგონია ეგრე ქნან.

    4-3-2-1
    ბუფონი – სპინაცოლა-ბარძალი-კიელინი-სანდრო – ხედირა(ან უკეთესი თუ მოვა)-მარკიზიო-პიანიჩი – დიბალა-ბერნარდესკი – იგუაინი

    4-3-1-2:
    მეკარე-დაცვა იგივე, ხედირა-მარკიზიო-მატუიდი – პიანიჩი – დიბალა-იგუაინი
    ეღირსება პიანიჩს გამთამაშებლად ყოფნა მოედანზე.

    არ იქნება ცუდი, მაგრამ ძირითადი წყობა წელს(უფრო ტრანსფერებიდან გამომდინარე) ისევ 4-2-3-1 იქნება. ოღონდ იმედია მარტო ფურცელზე არ იქნება შემტევი იუვეს ტაქტიკა და მეტად აგრესიულ სტილს ვითამაშებთ წელს. ფეხბურთელები უკვე აძლევს ამის საშუალებას ალეგრის და თავის გასამართლებელი აღარ ექნება. თითო ფლანგზე ორი ფეხბურთელი ეყოლება და საერთოდ ყველა პოზიციაზე

  3. არ ტიქრობთ რო იუვეს მოტივაციის პრობლემა აქვს მოედანზე? ეს მკვდარისული ალეგრი რო ვერანაირი მოტივატორი ვერ იქნება ფაქტია…აი ცეცხლი რო შეუნთოს იუვეს აი ისეთი მწვრთნელი გვჭირდება ჩემი აზრით. კლოპი მაგალითად დაგვხატავდა…

    1. იუვეს სჭირდება იუვეს მენტალიტეტის ტრენერი და ალეგრისნაირი მძორი. აი დელპო იქნებოდა ასეთი მიუხედავად იმისა გამოცდილება არა აქვს ტრენერობის, თუმცა რა პრობლემაა არც ზიდანს ჰქონდა.

  4. ამის ყიდვას აზრი არ აქვს და არც უნდა იყიდონ, და პატარა თავმოყვარეობაც ხომ უნდა იყოს გუნდში ტრანსფერების დროს, გაივსო ჩამოწერილი ფეხბურთელებით…

  5. ანიელი თუ ამ სვლას განახორციელებს იუვე ჩაანაცვლებს რეალს მაგრად მჯერა

  6. სატრანსფერო ფანჯარა აქტიურ ფაზაში გადადის. იუვე რამდენიმე სვლისთვის ემზადება. რომას უნდოდა კუადრადოს დამატება და როგორც ჩანს გუშინდელი მატჩის შემდეგ იუვე მზადაა გაუშვას კოლუმბიელი, მაგრამ სანაცვლოდ სტროოტმანი უნდა.
    უახლოეს 48 საათში შედგება შეხვედრა ლაციოს ხელმძღვანელებთან და კეიტას და დე ვრეის თაობაზე დაილაპარაკებენ. ლაციომ ფასი უკვე დაადო ორივეს ტრანსფერს და 50 მილიონს ითხოვს მათში, რაც ვფიქრობ ნორმალურია და შედგება გარიგება.
    ასევე ძალიან ახლოს არიან მატუიდის გაფორმებასთან.
    უახლოეს ხანში გადაწყდება სპინაცოლას იუვეში დაბრუნება.
    წამსველეთა შორის ლემინასა და რინკონის შემდეგ, არიან ასამოა და ლიხშტაინერიც. ასამოა პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის გალათასარაიში, ხოლო ლიხშტაინერი ნიცასთან ათანხმებს დეტალებს.

    1. 50 მილიონი მარტო სავიჩის ფასი იქნება ლოტიტო გოიმი კი არაა 2 პერსპექტიული ფეხბურთელი 2 ლარად დათმოს. ისე კი მილინკევიჩი კროსს მაგონებს და თუ იყიდა იუვემ გაასწორებს იმ ცხედარს(ცხედირა) ხო აჯობებს

  7. ჩინელები კონცერნ ფიატ-კრაისლერის შეძენით არიან დაინტერესებულნი.
    როგორც იცით ეს კონცერნი ანიელების საგვარეულოს ეკუთვნის და ჯონ ელკანი აკონტროლებს ჰოლდინგ ექსორის მეშვეობით.
    ამჟამად კონცერნს სათავეში სერჯიო მარკიონე უდგას, მარა დაბერდა და ელკანს უნდოდა ანდრეა ანიელი გადაეყვანა მის ადგილზე. თუმცა ანდრეას არ უნდა იუვეს დატოვება და პირიქით, უფრო მეტად სურს თავისი პოზიციის გამყარება იუვეში.
    მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ანდრეა ანიელი მზადაა თავისი წილი დათმოს კონცერნში (დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი) და იუვენტუსზე აიღოს კონტროლი. ამ შემთხვევაში ანდრეა ანიელი მიიღებს იუვენტუსის საკონტროლო პაკეტს და განთავისუფლდება ზედმეტი წნეხისგან, რაც საშუალებას მისცემს მას იმოქმედოს უფრო აქტიურად.
    ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ რას მიიღებს საბოლოოდ. ჩვენთვის კი საინტერესო უფრო ისაა, როგორ ჯობია იუვესთვის და გულშემატკივრებისთვის. ჩემი აზრით ანდრეა ანიელი შეყვარებულია იუვეზე და ყველაზე მეტად ის ცდილობს დააბრუნოს კლუბი ევროპული ფეხბურთის სათავეში, ხოლო ელკანისთვის ეს უფრო ბიზნესია. ამიტომ მე ანიელის მხარესა ვარ და მჯერა მისი.
    :forza:

    1. ელკანი სუფთა ბიზნესმენია და სხვა გრძნობა არ აქვს იუვეს მიმართ, ანიელი კი სხვა საკითხია რო არ უყვარდეს იუვე სირცხვილია ჯანის შვილი სხვანაირი როგორ შეიძლება იყოს.

  8. ლუკას ვასკესი, ასენსიო და სებალოსი იტალიელები რომ იყვნენ და იუვეს ფეხბურთელები, ნეტა ალეგრი თუ მისცემდა სათამაშო დროს და აცლიდა ნორმალურად განვითარებას ჯენოაში, ატალანტასა და კროტონეში გაუნათხოვრებლად საინტერესოა.

    1. შენ გახსოვს ვინმე ისეთი ალეგრი მისცა შანსი და გაზარდა? ეს ვან ბომელს ცხენდოს, ბენატიას და მსგავსი უჯიშო საგნებს აძლევს მხოლოდ შანსს.

  9. ასამოაც გადაწყდა მგონი და კარგია ჯართისგან რო ოწმინდება გუნდი
    ან ბენატია რა გამოსასყიდი იყო

  10. ერთი ვერ გავიგე ეს ბარსას ფანები აქ რატომ შემოდიან? იქ რეალი სადაც დაეწევა მათ საცოდავ გუნდს იქვე მიახერხავს და მათზე უნდა იყვნენ დაბოღმილებია და აქ რა უნდათ. ეს რეალის საიტი არააა ! ცხენს ვერ მოერია და უნაგირს ეჩხუბებოდაო ამთზეა ნათქვამი :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

  11. მე არვიცი ნაღდად ვის მოიყვანენ ალბათ ბევრი ვარიანტი არცაა ან თუ არის და ძვირი ღირს და ცდილობენ სასურველ ფასში ჩაიგდონ ხელში ვინმე,მაგრამ ამ იგროკზე იმის თქმა შეიძლება,რომ 20 მილიონი რაზეც მიდის საუბარი იქნება ძალიან იაფი და სასურველი ვარიანტი იუვესთვის,ცენტრში ზუსტად ასეთი ძლიერი და მხეცი სჭირდება დღევანდელ იუვეს,რომ გაამაგროს ნახევარდაცვა,ზუსტად ზედგამოჭრილია ნახევარდაცვისთვის ნუ რათქმაუნდა კარგზე კარგი არ დაილევა თუმცა მატუიდი ბევრს მისცემს ფორას მის საქმეში მიუხედავად მისი ასაკისა ანუ 30 წლისაა :up: :up: :up:

  12. Es araa is vinc iuves farvhak nacbar dacbas gazlierbs markze amaze bebrad d idi frxburtlia aseve is cancara kbadrado mpashoro tipi cancara dalacostan wagebas mas vawer yvela dakarhuli furti kontri iyolacosi mokled naxbarshi mahari problema aseve sheutamashbloba problema. Chveni

    1. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის “შუტკა”: შორეული ჩინეთიდან პ ა უ ლ ი ნ ი ო 40 მილიონად :დ :დ

      1. ტიპებმა პაულინიო იყიდეს არადა კოუნტინიო და დემბელე გვინდაო დდდდ თან 4 ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა ბარსაში დდდდდდ:lol: მაგიტოა 3-1 კამპ ნოუზე რო გავუბაბანეტ დდდდდდ:lol::lol::lol:

  13. კაროჩე მილანი ისევ დაიქოქა… ნახეთ ლაივი დადეს ტრანსფერებზე და ფასონემ რა იბაზრა? (ფასონე: ჩვენ ჩუმად გვსურს სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა თუმცა დამარწმუნეთ, რომ ეს შეუძლებელია. გაგიმხელთ საიდუმლოს. ხვალ “მილანი” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს განახორციელებს

    1. ძლიერი მლანი ძლიერ სერია ას ნიშნავს. ნეტა ხაიქოქოს ინტერიც რომა ნაპოლი ლაციო, რაჯობია ესეთ სერიალს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.