ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” და “ლაციო” კეიტას თაობაზე შეხვდებიან

იტალიის სუპერთასზე დაპირისპირების შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” და “ლაციო” მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვდებიან ერთმანეთს..

საქმე, რა თქმა უნდა, ბალდე კეიტას ეხება..ბიანკონერებს ახალგაზრდა ფორვარდის შეძენა სურთ, თუმცა ლაციალე მის გასხვისებას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.ჯუზეპე მაროტა მზადაა, კლაუდიო ლოტიტოს 20 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ფაქტია, ჯერ-ჯერობით მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება, შესაბამისად არის შანსი იმისა, კეიტამ კლუბი სრულიად უფასოდ დატოვოს.

იტალიური პრესის მტკიცებით, უახლოეს 48 საათში ჯუზეპე მაროტა კვლავ დაეკონტაქტება დედაქალაქურ კლუბს და ეცდება, ლოტიტო ტრანსფერში დაარწმუნოს.

ბიანკოჩელესტის პრეზიდენტის განცხადება ასეთია : “მოთამაშეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს, სწორედ ინძაგის გადასაწყვეტია გავა თუ არა მინდორზე რომელიმე ფეხბურთელი.კეიტას თაობაზე როგორც იტალიიდან, ისე საზღვარგარეთიდან მივიღეთ შემოთავაზებები, თუმცა ბალდემ ისინი დაბლოკა.იუვესთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

არ გამიკვირდება თასიც დაეთმოთ ამის გამო

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

არ გამიკვირდება თასიც დაეთმოთ ამის გამო

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x