მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრებში გამოიძახეს
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდს, მარიო მანჯუკიჩს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში უხმეს..
2 და 5 სექტემბერს ანტე ჩაჩიჩის შეგირდები შესაბამისად კოსოვოსა და თურქეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან, მწვრთნელმა კი განაცხადი უკვე გამოაქვეყნა.რა თქმა უნდა, სუპერ მარიო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და სათამაშო დროს ნაკრებში მუდმივად იღებს.
იტალიის ჩემპიონატიდან ხორვატიის ნაკრებში კიდევ რამდენიმე მოთამაშეა : პერიშიჩი, ბროზოვიჩი, ბადელი, როგი, კალინიჩი და კოპი.
შეგახსენებთ, რომ ბებერი ქალბატონიდან ეროვნულ ნაკრებში აქამდე პაულო დიბალას უხმეს, ნელ-ნელა კი შევიტყობთ იმ მოთამაშეების ვინაობას, რომლებიც სანაკრებო ბატალიებში მიიღებენ მონაწილეობას.
ბუფონი კანსელო რუგანი კიელინი სანდრო პიანიჩი მარკიზიო მატუიდი კოშტა დიბალა ბალდე ბერნადესკი. ესე იკნება კაი სჰემადგენლობა წინ ყველა სწრაფი და ტექნიკური. როგორია აბა თქვით? :D :D
სპინაზოლა და მატუიდი ჩვენია მარტო ოფიციალური დასტური დარჩა და დგეს და ხვალ 2ვე გაოფიციალურდება მე გამიხარდა ორივეს მოსვლა მატუიდის ნაირი აუცილებელი იკო ჩვენთვის
მეკარე: ბუფონი, შესნი, პინსოლიო.
დაცვა: დეშილიო, სპინაცოლა, რუგანი, ბარძალი, ბენატია, კიელინი, სანდრო. + კალდარა(ზამთრიდან)
ნახევარდაცვა: მარკიზიო, პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, სტურარო, ბენტანკური.
შეტევა: კოშტა, ბერნანდესკი, პიაცა, კუადრადო(კეიტა), მანჯუკიჩი, იგუაინი, დ ი ბ ა ლ ა !
Megobrebo martla gadavida matuidi tu choria? Raxdeba……
რამოდენიმე გამოცემამ დაწერა რომ გუშინ საღამოს ყველაფერზე შეთანხმდნენო პსჟ და იუვე თუმცა ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა უახლოეს დღეებში გაივლის სამედიცინო შემოწმებასო ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება არაფერი