მატუიდი : სამედიცინო შემოწმება დღეს, წარდგენა ხვალ
სულ რამდენიმე საათში ბლეიზი მატუიდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის..
სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველი ადგილობრივი დროით 16:00 სთ-ზე, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე JMedical – ს ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან.
მისი წარდგენა ხვალ, ვილარ პეროზაშია დაგეგმილი, სადაც ტრადიციულად მთელი ტურინული ოჯახი იკრიბება და პირველი გუნდი პრიმავერასთან ატარებს შეხვედრას.
მატუიდი ჩამოვიდა ტურინში