ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “დიბალას ვენდობით და ამიტომაც შევთავაზეთ ათიანი”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის პრესსკომფერენციის მეორე ნაწილს..

“ახალი სეზონისთვის მომზადება ოდნავ მოგვიანებით დავიწყეთ, თუმცა ვთვლი, რომ გუნდი ფორმაში შედის.სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.ევროპის წამყვან კლუბებს შორის ადგილი რომ დაიბევო, ყოველთვის მონდომებული, ფოკუსირებული და მოტივირებული უნდა იყო, სხვანაირად არაფერი გამოვა.კალიარის თუ ვერ დავამარცხებთ, შრომა წყალში ჩაიყრება, ყველა გაგვაკრიტიკებს და შემდეგ ასპარეზობებს მიკროსკოპით დააკვირდებიან.”

“ვიდეო რეფერი ? – ახალი ტექნოლოგიები ფეხბურთს განავითარებს, მე ასე ვფიქრობ, თუმცა ბუნებრივია,  შედეგს მალე ვიხილავთ.როცა მსაჯი ვიდეო გამეორებას მოითხოვს, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება ექნებათ, ეს ტაიმაუტს ჰგავს, რომელსაც კალათბურთში აქტიურად მიმართავენ.”

“დე შილიო ? – მასთან ერთად მილანში ორი კარგი სეზონი ჩავატარე, შემდეგ კი ოდნავ დაიკარგა.დარწმუნებული ვარ, მატია ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, იგი ძალიან საიმედო მარჯვენა მცველია.თავისუფლად შემიძლია, სეზონის განმავლობაში მას ან ლიხტშტაინერს ვენდო.რეალთან მარცხი ? – კარდიფის ფინალზე საუბარი ჯერ კიდევ აქტუალურია, მეორე ტაიმში სასურველი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მადრიდელებმა კი დაგვჩაგრეს.სამეფო კლუბი ფინალებში შეუდარებელია, ისტორიულად მათი დამარცხება გადამწყვეტ შეხვედრაში ყველას უჭირს.”

“ანიელი ? – პრეზიდენტი გუნდს ხშირად ხვდება და საკუთარ გეგმებს აცნობს, ასე იყო წელსაც და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფრის თავიდან დასაწყებად მზად ვართ.დიბალა ? – იგი ზეწოლას ვერ გრძნობს, პაულოს დიდი იმედი გვაქვს და ამიტომაც შევთავაზეთ ათიანი.არგენტინელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს, ამისთვის იგი მაქსიმუმს აკეთებს.ადრე დიბალას ფორვარდად ვიყენებდი, ახლა თავდამსხმელების უკან ასპარეზობს, ვფიქრობ, აქედან უფრო პროდუქტიული იქნება.”

“გულშემატკივრები ? – კალიარისთან ალიანც არენა მთლიანად გადაჭედილი იქნება, ტურინელი ქომაგი სულ ჩვენს გვერდითაა, ტიფოზერია გუნდს ჰაერივით სჭირდება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
GI2GI
GI2GI
7 years ago

10 იანი უფრო ძვირად გასაღდება მომავალ წელს

..............
..............
7 years ago

დეშილიო ნაღდად დაიკარგა,მაგრამ მეც მაქსის აზრზე ვარ მალე მოიხოდება და ფორმას აღიდგენს ისიც :lool: :lool: :up:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x