მაროტა : “სანდროს იუვენტუსში დარჩენა სურს”
ჯუზეპე მაროტამ ალექს სანდროს თაობაზე მცირე კომენტარი გააკეთა..
“შემიძლია დავადასტურო, რომ ჩელსის მხრიდან შემოთავაზება სანდროს თაობაზე მართლაც მივიღეთ, თუმცა ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, იუვენტუსში სურს დარჩენა.შესაბამისად, ლონდონელთა წინადადება დავბლოკეთ, ლიდერთან განშორებას არ ვაპირებთ.მატუიდი ? – პსჟსთან პრინციპულ შეთანხმებას მიღწეული გვაქვს, უკანასკნელ დეტალებს ვაგვარებთ და სულ მალე ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო ჯერ კიდევ არის და ვნახოთ, რა ვარიანტები გამოჩნდება.”
კანსელოს კონდოგბიაში უცვლის ვალენსია ინტერს, მაგას აწი ვერ მოიყვანენ ))
ცენტრში გვინდა ისეთი მოთამაშე რომ ბურთს გააკონტროლებს ასევე გვინდა ერთი მაღალი კლასის მარჯვენა მცველი და ცენტრალური მცველი ასე მაგალითად კანსელო, მანოლასი და ერიკსენი + კალდარა და სპინაცოლა
გუნდიდან გავუშვათ – ასამოა, ლიხშტაინერი, სტურარო და ბენატია.
მე პირადად იმედიანად ვუყურებ ამ სეზონს ლიგაზე, ვიდრე მანამდე ბოლო 10 წელი. მართალია წავაგეთ, მაგრამ არც წინა სეზონში და არც 2015-ში არ ველოდი ფინალამდე გასვლას. დარწმუნებული ვიყავი 80%-ით, რომ ბარსა, ბავარია ან რეალი თუ შეგვხვდებოდა გამოგვაგდებდა. შეგვხვდა ორივე და ორივე გავაგდეთ, მაგრამ ფინალში ორივესთან წავაგეთ (ფინალებს შორის ბავარიაც შეგვხვდა და გამოგვაგდო, მაგრამ საკმაოდ გაუჭირდა). არ მეგონა და ამდენსაც თუ მიაღწევდნენ, მაგრამ ფაქტია ძლიერდება გუნდი. კი ყიდიან ლიდერებს, მაგრამ ძლიერდებიან ლიდეც (არ გეგონოთ ვამართლებდე გაყიდვებში, მაგრამ ალბათ ეგრე იყო საჭირო და რაღაც არგუმენტებიც აქვთ). რა მნიშვნელონა აქვს, ფაქტია წინ მიიწევს იუვე და აქამდე თუ იმის იმედიც არ მქონდა, რასაც მიაღწიეს (გულის… Read more »
კარგია, სანამ საჭირო ფეხბურთელების გაშვებას არ შეეშვება ხელმძღვანელობა იქამდე ყოველთვის იარსებებენ ისეთი “იდეალური” გუნდები, რომლებიც ლიგის თასს არ მიგვაკარებენ(2015-ში ბარსა და 2017-ში რეალი). მილანის ეპოქა გემახსოვრებათ, შეიკრა გუნდიდ და რამდენი წელი იყო ბირთვი, რომელიც ყველაფერს ანადგურებდა. შემდეგ უკვე ბარსელონა და ახლა რეალიც ეგეთ გუნდად ყალიბდება. წარმოიდგინეთ: ‘ბუფონი – ალვეში-ბონუჩი-კიელინი-სანდრო – ვიდალი-მარკიზიო-პოგბა – პიანიჩი – დიბალა-იგუაინი’ – ეს სასტავი რომ გვყოლოდა შარშანაც მოვიგებდით ლიგას და რამდენ ხანს დავრჩებოდით მთავარ ფავორიტებად. ნაპოლი რომ ნაპოლია რა სასტავი მაგათ ჰყავთ, მაგრამ ლიდერები რომ აღარ იყიდება ხედავთ რომ თამაშსაც აუმჯობესებენ და დონეც იწევა. თუ გვინდა რომ ჩვენი ეპოქაც დადგეს ბონუჩის შემთხვევა ბოლო უნდა იყოს, ბუნტისთავი… Read more »
მადლობა სანდროს რო დარჩენა ისურვა თორემ მაროტა ეგრევე მიაყიდდა.
ძალიან კარგი