ტურინში ბოატენგი ახსენეს
გარაის და პაპასტატოპულოსის კანდიდატებს ჟერომ ბოატენგიც მიემატა…
იტალიური პრესის ცნობით, ტურინის იუვენტუსი ჯერ კიდევ ეძებს ლეონარდო ბონუჩის შემცვლელს. წინა სასეზონო მატჩებმა კარგად დაგვანახა, რომ მეჰდი ბენატია და დანიელე რუგანი ლეონარდოს სრულფასოვნად შესაცვლელად ჯერ მზად არ არიან. ანდრეა ბარძალი კი ასაკიდან გამომდინარე მთელი სეზონის ერთ დონეზე ჩატარებას ვერ შეძლებს.
მთავარი სატრანსფერო სამიზნე ეზიკელ გარაი იქნება. ტურინელებს ვალენსიასთან ნეტოს და ძაძას გასხვისების შემდეგ კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ბიანკონერების გარდა არგენტინელის ხელში ჩასაგდებად მოსკოვის სპარტაკიც იბრძვის. რუსები მზად არიან მცველში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.
იტალიურ და გერმანულ სპორტულ მედიაში კი ჟერომ ბოატენგის კანდიდატურადც გაჩნდა. გერმანელ მცველს კარიერაში ცუდი ეტაპი უდგას. ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ახლა სათანადო კონდიციებში ვეღარ არის და ახალ თავგადასავალზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.
გერმანელები კიდევ ერთ ბუნდესლიგელს სოკრატის პაპასტატოპულოსსაც უკავშირებენ იუვენტუსს. ბერძენი მცველი მასიმილიანო ალეგრისთვის კარგად ნაცნობია. ისინი ერთად მილანში მუშაობდნენ.
ეს თუ ჩამოწერილია მაშინ ფეხბურთის ყურება არა ყოფილა თქვენი საქმე მსოფლიოში ერტ ერთი ყველაზე მაგარი მცველია..ან მატუიდის რა ჭირს თქვენი არ მოსაწნი ბიჭო?? ყველაზე მაგარი ნახ მცველია პსჯ ში
Arasdros ar iyo magari mcveli bavariashi chajda da moergo. Es ar iyo mochrili xesavit dagdo mesim. Exla xo saertot ukan wavida amis kariera. Chamoweril pegburtelebs vezebt ra.
იმის ჩიტია ბავარია რო იუვენტუსში გამოუშვას ბოატენგი, ძირითადის კაცია ტიპი ბავარიაშიც და გერმანიის ნაკრებშიც, ჰუმელსთან წყვილში ))
ბოატენგი
აუ ეს გამოთაყვანებული გარაი არ მოიყვანონ აქ რა. მოკლედ იუვე კოდალააა თუ რაა ვერ გავიგე. კურნავს კლუბებს ჭიებისგან.