ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “დროა კარდიფის ფინალი დავივიწყოთ”

ვილარ პეროზაში გამართული მეგობრული მატჩის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებს საინტერესო ინტერვიუ მისცა..

“უეფამ გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელებს შორის ამირჩია და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იმ ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც ყველაფერს დებენ მინდორზე.რაც წარსულში მოხდა, არ მაინტერესებს, მოგებული ექვსი სკუდეტოც უნდა დავივიწყოთ, წინ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის, შესაბამისად, დროა ამ ყველაფრისთვის მოვემზადოთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ.სუპერთასი ? – შეხვედრის მიმდინარეობისას იყო შეცდომები, თუმცა იუვემ მოახერხა და თამაშში დაბრუნდა.უკანასკნელ წამზე მცირედი უყურადღებობაც კი არ გვაპატია მეტოქემ, რომში მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.”

“ჩემპიონთა ლიგის ფინალი ? – სიმართლე გითხრათ, დროა ის ფინალი დავივიწყოთ.ბოლო სამ წელიწადში ორი ფინალი წავაგეთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან, ბარსასთან და რეალთან.მადრიდელები უფრო ძლიერები იყვნენ და გვაჯობეს, გულშემატკივრების იმედგაცრუება მესმის, მარცხმა ჩვენც ძალიან გაგვიცრუა იმედები.ახალი სეზონი მოახლოვდა, ახლა სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის ჩემპიონატზე ვფიქრობ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

უფრო ლიგაზე იფიქრე მარა არც ორივე გვეწყინება იუვეს ბალეჰიკებს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x