ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტროოტმანი “იუვენტუსში” გადმოსვლას არ აპირებს

კევინ სტროოტმანმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ნათელი მოფინა..

მედიასეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი “რომას” ხელმძღვანელობას შეხვდა და განუცხადა, რომ ბებერ ქალბატონში გადაბარგებას არ აპირებს.ჯუზეპე მაროტა შუახაზელის დამატებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა როგორც სჩანს, სტროოტმანს დედაქალაქის დატოვების დიდი სურვილი არ აქვს.

იყო საუბარი იმაზეც, რომ “იუვესა” და “რომას” შესაძლოა ხუან კუადრადო და კევინ სტროოტმანი გაეცვალათ< თუმცა ამ ბარტერის შანსები ნელ-ნელა მცირდება.

წყარო : Football Italia

9 thoughts on “სტროოტმანი “იუვენტუსში” გადმოსვლას არ აპირებს

  1. არც მინდა კუადრადოში გაცვლა ამის. ბუფონმა, კიელინიმ, ბარძალიმ, ლიხშტაინერმა, მარკიზიომ, კუადრადომ, მანჯუკიჩმა და დიბალამ დაამტკიცეს რომ სულით იუვენტინოები არიან, ასე რომ ამ ხალხით მოგებულ ლიგას ჩემთვის სულ სხვა მუღამი ექნება :forza: :forza:

  2. დღეს ლიგის ფავორიტებზე მიდიოდა საუბარი და ეს სიტი როგორ მოიაზრება ერთერთ ფავორიტად :) ძალიან არასტაბილურია და ლიგაზე მაქსიმუმ მეოთხედფინალი, ეგეც დიდი მიღწევა იქნება. ან გუარდიოლასი რა მოგწონთ, ამდენი ხანია ვერ შეათამაშა და ვერ ასწავლა თამაში ხალხს. მაქ ვინცაა ყველას ტურე ჯობია და მეორე სეზონია ალპობს სკამზე. მგონი ბარსადან მოყოლებული არ ევასება

    1. არის ძმაო არის ფავორიტი სიტი ჯერ დაცვა კარგად გააძლიერა ვოლკერი და მენდი ნახევარდაცვაში კიდე ბერნარდო სილვა ნახევარდაცვა სერიოზული ყავს დავიდ სილვა ბერნარდო სილვა და დე ბრუინი იქით კიდე გაბრიელ ჟესუსი ეზრდება მაგარი სანეც მაგარი ყავთ რავი აბა ისე კარგი სასტავი კი ყავთ მარა 1-4 ფინალის მერე ვერ ვხედავ სიტის ისეთი კონკურენცია იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.