მატუიდი : “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”
ამ წუთებში ტურინში ბლეიზი მატუიდის პრეზენტაცია მიმდინარეობს..
“მოხარული ვარ, რომ იუვენტუსის დონის კლუბს შევუერთდი, ჩვენ ჩემპიონთა ლიგისა და სკუდეტოს მოსაგებად ვიბრძოლებთ.იტალიური გრანდის მაისურის ტარება დიდი პატივია, მინდა ტურინული ოჯახის წევრი გავხდე და გულშემატკივარს თავი შევაყვარო.ხომ გაგიგიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, იუვეში ტრანსფერს წინ გადადგმულ ნაბიჯად ვთვლი.ვეცდები, მალე გავიარო ადაპტაცია, თანაგუნდელებს გავუგო როგორც მინდორზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.”
“წინა სეზონი ? – სიმართლე გითხრათ, წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, ჭორები მართლაც ვრცელდებოდა, თუმცა მაშინ პსჟ და იუვენტუსი ვერ შეთანხმდნენ.პარიზელებს ჩემი გაშვება არ სურდათ.დეშამი ? – დიდიე საფრანგეთის ნაკრებში ჩემი მწვრთნელია და კონტრაქტის გაფორმებამდე, მას ვესაუბრე, მისგან იუვეს შესახებ ინფორმაცია მივიღე.ამ ნომრით მთელი კარიერის მანძილზე ვასპარეზობდი, ვფიქრობ, რომ ჩემი ნომერია, იმედი მაქვს, იგივეს მივაღწევ, რაც დეშამმა მიაღწია.”
“იუვენტუსი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ისინი წლების მანძილზე წარმატებით ასპარეზობენ და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება.ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ოცნებობს, ფეხბურთელებს ღამეები არ სძინავთ ამ ტურნირზე ფიქრით, მაგრამ ვიცით, რომ ამ მისიის შესრულება ურთულესია.იტალიის ჩემპიონატი ? – სანამ ევროპულ წარმატებაზე ფიქრობ, ქვეყნის შიგნით უნდა დაამტკიცო, რომ უძლიერესი ხარ, სკუდეტოს მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.”
“დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა ტაქტიკით ითამაშებს გუნდი, ნაკრებში ორი ნახევარმცველით ვთამაშობდით, კლუბებში კი სამით.ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია, ჩემი მიზანია, კლუბს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო.30 წლის ასაკშიც ვგრძნობ, რომ მომატება შემიძლია, მასიმილიანო ალეგრის დავალებებს ასი პროცენტით შევასრულებ.პსჟ ? – რა თქმა უნდა, პარიზელებთან ბევრი მოგონება მაკავშირებს, ამ კლუბს პატივს ვცემ და მიხარია, რომ წლების განმავლობაში იქ ვასპარეზობდი.ვიცი, რომ ტურინში არაერთი ფრანგი თამაშობდა, ვგულისხმობ დევიდ ტრეზეგეს, მიშელ პლატინის, ზინედინ ზიდანს, მათ ბებერი ქალბატონის ისტორიაში საკუთარი სახელები ოქროს ასოებით შეიტანეს და იმედი მაქვს, იგივეს გავაკეთებ მეც.ტურინში ყველაფერი მაკმაყოფილებს, ვთამაშობ ორგანიზებულ კლუბში, მაღალი დონის მოთამაშეებით და შესანიშნავი ხელმძღვანელობით.ალვეში ? – დანის ამ თემაზე ვესაუბრე, მან იუვე შესანიშნავად დამიხასიათა.”
Ak ettgulobaze tua laparaki alveshis dedac. Mara paktia wina sezonshi uzlieresi iyo da martla pinalamde prinavda. Exla unda uyurot loxshtainers da deshilios .
უძლიერესი იყო ბარსელონასთან და მონაკოსთან. დანარჩენი თამაშები ძალიან არასტაბილური იყო
ფულის მონა რას ქვია? რომელი “მშობლიური” კლუბი სიტი იყო ალვეშისთვის ეხლა რომ პსჟ-ში არ წასულიყო? ან სხვა რომელი ევროპული გუნდი იყო მისთვის მშობლიური?
მოიგო უამრავი პრესტიჟული ტიტული, ითამაშა დიდი ფეხბურთი და სავარაუდოდ რამდენიმე წელი კიდევ ითამაშებს, მერე წავა ალბათ ბრაზილიაში
ალვეში ფულის მონა რომაა, კარგად დაამტკიცა. თავს იკლავდა სიტიში მინდაო გუარდიოლასთან და მაგათაც პირობა მისცა, მარა ორჯერ მეტი რო შესთავაზა პსჟ-მ, ეგრვე შეიცვალა აზრი. არ თქვათ ახლა ეგრე არ იყოო. )))
ალვეშმა გაგვიყვანა ფინალში და იმიტომ იდგა ძირითადში
მერე რა რომ ფინალში გაიყვანა მთავარია ალეგრი გაილანძღოს ტრადიციასამებრ და ვინ როგორ თამაშობს და სად გაყავს გულდი ეგ მეასეხარისხოვანია :)))))))))
=ტიგ=
=ლიხტა=ყოველტვის ჯიგარი იყო და ყოველტვის გულიანატ ტამაშობს. ეგ იყო ალეგრის ახირება ალვეშის რომაყენებდა,იმიტომ რომ ალვესი ბარსადან იყო ტან ლიგა კონდა მოგებული და გამოცდილი იყო ასეტი ხედვააკ მას. როგორც ხედირა მარკიზიო. ტავგტეხილი და ტრავმიანი ბოლომდე იხარჯებოდა ლიხტა სულ. ხოლო ალვეშმა ადგა და დაადო ალეგრის ფულის გამო. ხომარტლა მასზე რატომარცერტ ფულის მონააოო. პოგბა ვიდალი ბონუ რომ გაატანეტ ნაგავს. ახლა მარკიზიო ტუ ცავიდა ესეც მონაა იკნება. და ალეგრი მაროტა ანგელოზი. მეტუმკიტხავტ ლემინაც არიყო ცუდი იგროკი. მაგრამ დრო არედზლეოდა.