იუვე შიკზე უარის თქმა არ აპირებს
ტურინის “იუვენტუსს” შიკთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა გააჩნია:
ბიანკონერი არ აპირებს აჩქარებას და მის ტრანსფერს ახლავე.. საგულისხმოა, რომ შიკის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც 2018 წელს ნებისმიერ კლუბს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება..
თუ ტურინი ახლავე გადაწყვეტს მის შეძენას, მაშინ მინიმუმ 30 მილიონის გადახდა მოუწევს.. მითუმეტეს ფაქტიურად გაფორმებული ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ფერერომ არაა გამორიცხული ტურიბელებისგან უფრო მეტიც კი მოითხოვოს.
შიკთან განახლებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.. განსაკუთრებულად ნედვედი აქტიურობს, რომელიც ყველაზე მეტად ლობირობს ახალგაზდა ჩეხის ტურინში ტრანსფერს.. შიკსაც მისი ბრმად წამს და ამიტომაც აპირებს დღეს ყველა წინადადებაზე უარის თქმას და იუვეს გამო სამპაში კიდევ ერთი სეზონით გაჩერებას..
ჭკვიანური სვლაა. ახლა ნამდვილად ზედმეტი იქნება და ერთი წლის მერე საჭირო იქნება. ამაზე თუ დათანხმდა, ფერეროსაც შეკერავენ როგორმე.
ვნახოთ ჯერ არაფერი გაუკეთებია მაინც ან ვინ იცოდა შიკი 90% მა ტრანსფერით გაიცნო ? რეალურად ვერაფრით გაკვირვებული ვერ ვარ. პოტენციალი არის … მთავარია . 30 მილიონიც ბევრია ჩემი აზრით ახლანდელ იუვეში როცა ამდენი შემტევია … 30 მილიონს იხდი ფეხბურთელში და შეიძლება ნახევარი თამაშების ვერც იYAმაშოს დიდი კონკურენციის გამო ..
თუ დარჩება და ერთი წლის მერე მოვა კარგი გამოსავალია ეგ ,პრაქტიკაც ექნება და მანჯუკიჩს ჩაანაცვლებს შემდეგ წელს
5 მილიონის მათხოვრები ფუ სუფთა ჩამოსხმები არიან რა.
მაგრად მომწონს შიკის თამაშის სტილი
