ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “კეიტას და შიკის თემები ჩვენთვის დახურულია”

ბლეიზი მატუიდის პრეზენტაციისას ტურინის “იუვენტუსის” გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებითაც მოუწია საუბარი..

“ჟურნალისტებისთვის მარტივია საქმეა ფეხბურთელების ახალ კლუბებთან დაკავშირება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კეიტა ბალდეს და პატრიკ შიკის თემები ჩვენთვის დახურულია.ამ მომენტისთვის იუვენტუსი სრულად დაკომპლექტებულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ვარიანტებს მომავალშიც განვიხილავთ.გარაი ? – ის მაღალი დონის მოთამაშეა, თუმცა ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.”

“მარკიზიო ? – კლაუდიოს თაობაზე ჭორები მოვისმინე, არ მესმის, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაციები.მარკიზიო ჩვენი გუნდის წევრია და კონკურენციის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა გვტოვებს.მწვრთნელი წყვეტს, ვინ ითამაშებს სასტარტოში, სეზონში მინიმუმ 57 შეხვედრას ვატარებთ და გასაგებია, რომ გრძელი შემადგენლობა გვჭირდება, არ დაგავიწყდეთ, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ფეხბურთელები სანაკრებო ბატალიებზეც მიემგზავრებიან.ყოველთვის მოედანზე ყველა ნახევარმცველი ვერ იქნება, ზოგჯერ მარკიზიო ითამაშებს, ზოგჯერ ხედირა, ზოგჯერ კი მატუიდი.”

“სპინაცოლა ? – იგი ჩვენი ფეხბურთელია, ატალანტაში არენდის წესით ასპარეზობს, მის უფლებათა პაკეტზე რა თქმა უნდა, უპირატესობას ვფლობთ.ბერგამოელებთან კონტრაქტში გვიწერია, რომ იჯარა ორი წლის მანძილზე ვრცელდება, ატალანტას პრეზიდენტს, ანტონიო პერკასის გუშინ ვესაუბრე და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა.ვფიქრობ, სპინაცოლას რეაქცია სრულიად ლოგიკურია, ახალგაზრდა ფეხბურთელს იუვენტუსში ასპარეზობის უფლება აქვს და ვინ იტყვის უარს ამაზე ? – ლეონარდოს ვესაუბრეთ და მან გვითხრა, რომ მოლაპარაკებების დასრულებას მოუთმენლად ელის.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
7 years ago

მაროტამ კი თქვა გუშინ კეიტა და შიკის მიმართ ახლა ინტერესი არა გვაქვსო, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები ცდილობენ გაშიფრონ მაროტას ზრახვები. კეიტაზე უფრო ნათელია, რომ შეთანხმებული არიან და თუ 15 მილიონს არ დათანხმდა ლაციო, უფასოდ გადმოვა მომავალ წელს. ლოტიტოს ნერვებმა უმტყუვნა და ტარეს გადააბარა ეს პრობლემა )) აი შიკზე კი უფრო რთულადაა საქმე. ინტერი და რომა 37-38 მილიონს ჩამოდიან, ოღონდ 3-4 წლიანი დაფარვით, რაც მაინცდამაინც არ ხიბლავს ფერეროს. შიკის პირველი არჩევანი იუვეა, ესენი კი წელს მის დამატებას არ გეგმავენ და თუ ერთი წლით დარჩება სამპაში, მომავალ წელს გადმოიყვანენ. რამდენად დათანხმდება ამ სცენარს ფერერო ჯერ უცნობია. საქმეში ასევე პსჟ-ც ჩაერთო და ვნახოთ რა… Read more »

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მე ვფიქრობ რომ ერთი კარგი მცველი საჭიროა ცენტრისთვის. არ მოიყვანენ უბრალოდ იმიტომ, რომ ბონუჩის დაანახებენ რომ შენზე არ ყოფილა დაცვა აგებულიო

7 years ago

ბენატიას არ უთქვამს ვანებებ თავს ნაკრებსო. მაშინ ტრავმა მოირჩინა და იუვეში ადგილის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოო, დროებით არ მცალია ნაკრებისთვისო. ბუნებრივია რო ახლა დაბრუნდა.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

Esc ase shiki da baldes ukve zedmetia martlaa ra spinaa gamixardaa zann primavrada momwons eg biji mokled aragamorcxuli erti centralru naxvrmcveli davimatot da ega gundi mzada.kvado didi pativcemis mixdavad wava da warmatebebi

Di Francesco # 1
7 years ago

ბენატია რას ბორიალობს, 29 წლის ასაკში დაანება თავი სანაკრებო კარიერას და 1 წლის მერე ისევ დაბრუნდა :chuvak: ალბათ ეგონა ტურინში იმდენად გადაიტვირთებოდა თამაშებით რო სანაკრებოთ ძალა აღარ დარჩებოდა, მარა ახლა გაორმაგებული ძალებით შეუერთდება ნაკრებს :lool:

Di Francesco # 1
7 years ago

ბუფონი

დე შილიო – ლიხშტაინერი. რუგანი – ბარძალი. კიელინი – რუგანი. სანდრო – დე შილიო

მატუიდი – ხედირა. მარკიზიო – ბენტუკური. პიანიჩი – სტურარო.

დიბალა – კვადრადო. იგუ – მანჯუკა. კოშტა – ბერნა

აგერ 18 კაი კაცი მოიძებნა, + 2 მეკარე და1-2 ახალგაზრდაც მიემატება და ნორმალური 23 კაციანი განაცხადია

Di Francesco # 1
7 years ago

ხან ის ხან ეს არ გამოვა, გადავიდეთ 4-3-3ზე და ყველა ითამაშებს საკმარისად, იგუაინს უკონკურენტობა ძან ცუდია, ხოდა იმის გამო რო მანჯუკიჩს სკამზე ვერ სხვამს არაა გამართლებული იგუაინის უკონკურენტოდ დატოვება, ბერნარდესკისთვის ცუდია 4-3-3, კიდე უფრო შეუმცირდება სათამაშო დრო მარა მაინც ჯობია გადავიდეთ მაგ ტაქტიკაზე, ბერნარდესკის ბევრი სეზონი აქ წინ და ადრეთუგვიან მოხვდება სასტავში

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

დავიჯერო მართალს ამბობს ეს ბებერი მელა???კეიტა არუნდათ ვითომ???მაშინ მომავალ წელს უფასოდ მოიყვანენ ესაა ჩაფიქრებული

დელპიიი
დელპიიი
7 years ago

აჰა კეიტას და შიკს არ უნდა ველოდოთ … სად იყო ამდენი თავდამსხმელის ადგილი ? მაგრამ კეიტა უნდა მოეყვანა მაინც

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x