ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი + 10 მილიონი ბონუსის სახით?

პსჟ-მ სეზონის ბოლოს შესაძლოა დამატებით 10 მილიონი ევრო გამოიმუშავოს…

tuttosport გვთავაზობს ბლეიზ მატუიდის ტრანსფერის დეტალებს.

რა ღირდა ფრანგი ნახევარმცველი? 20 მილიონი ევრო + ბონუსი. პსჟ-ს შანსი აქვს მატუიდის სანაცვლოდ დამატებით 10 მილიონი ევრო და ჯამში 30 მილიონი გამოიმუშავოს.

რა შემთხვევაში მიიღებს ფრანგული კლუბი ბონუსს? მატუიდმა ტურინელთა გასამართი ოფიციალური შეხვედრების 80%-ში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მაგალითად თუ იუვენტუსი წელს 55 შეხვედრას გამართავს, მაშინ ფრანგის ანგარიშზე 45 მატჩი უნდა იყოს.

ასევე შესაძლოა პსჟ-მ კიდევ დამატებით 5 მილიონი ევრო გამოიმუშავოს. ეს იმ შემთხვევაში თუ მატუიდი მომდევნო 2 სეზონშიც მატჩების 80%-ში მონაწილეობას მიიღებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რაიოლას.ეგ ეშლება? თასს არ ათამაშებს პროტონე სპალებთან არ ათამაშებს,ზუსტად 79% დააჯენს. ეგ სქემა შედბენილი ექნება უკვე

დელპიიი
დელპიიი
7 years ago

იტალიის თასებიც ხომ ითვლება და იჯდება სკამზე … თან როტაციას მიმართავს ალეგრი და 4/5 არამგონია გამოუვიდეს . ვნახოთ სეზონის ბოლოს დაითვლება

მარქსისტი(ლენინისტი)
მარქსისტი(ლენინისტი)
7 years ago

20 მილიონად და 25-ად კარგია, მაგრამ რაღაც საშინელებას იზამენ. ხელოვნურად უნდა გააკეთონ ისე რომ არ ითამაშოს მაგდენი.

vakhtang karchava
7 years ago

კროტონეებთან დააჯენს, მაგათ სტურარო-ბენტანკურიც ეყოფა ))

vakhtang karchava
7 years ago

ჰოდა 75%-ს ითამაშებს, რა პრობლემაა? ბრუცოს შეეშლება ეგ? )))

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x