“იუვენტუსი” სისოკოს ვარიანტს კვლავ განიხილავს
ტურინის “იუვენტუსმა” “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, მუსა სისოკოს მიმართ ინტერესი განაახლა..
იტალიური პრესის მტკიცებით, ბიანკონერები ნახევარმცველის დამატებას ცდილობენ და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ფრანგ შუახაზელს განიხილავენ.28 წლის ფეხბურთელს ლონდონში საქმეები იდეალურად არ მისდის და იგი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ ითვლება, შესაბამისად, არაა გამორიცხული ტურინულმა კონტრაქტმა მოხიბლოს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა სისოკოს შეძენას პოლ პოგბას გასხვისების შემდეგაც ცდილობდა, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე ჩიხში შევიდა.
აქვე გეტყვით, რომ სისოკო დეზებში “ნიუკასლიდან” გადაბარგდა 2016 წელს, 30 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
ევროპაზე მართლა კარგად გამოიყურებოდა
არადა ევროპის ჩემპიონატზე ყველას სჯობდა საფრანგეთის ნახევარდაცვიდან.
ხო რავი კოვაჩიჩს ვინ გაყიდისო ასე ამბობდნენ და აჰა თუ არ იყიდის ვისაც უნდა კოვაჩიჩი და კანსელო აი ვიზეც დამეყდა გული ვისაც გვიკავშირებდნენ
ლივერპულმა შეათანხმა ტრანსფერის დეტალები კოვაჩიჩთან, შესაბამისად დიდი ალბათობა არის ნახევარდაცვაში ისევ აქტუალური გახდეს ემრე ჩანის კანდიდატურა!!
მარად და ყველგან ფორცაა იუვეე!!

მოკლედ მინელდა სატრანსფერო ამბები და იტალიელმა ჟურნალისტებმა აღარ იციან რა დაწერონ რომ გაზეთები გაიყიდოს. ჯერ მარკიზოს უშვებდნენ, ახლა თუკი ოდესმე ვინმეს გვიკავშირებდნენ ყველა გაიხსენეს და გადმოყავთ იუვეში. მატუიდის მოსვლის შემდეგ ცენტრში ვინმე ახალგაზრდას თუ მოიყვანენ პერსპექტივისთვის, თორე, სისოკოებს და გომეშებს აღარ უნდა ველოდეთ.
რა სისოკო ტოტენჰემის ხელმძღვანელობა როგორ ნანობს ალბათ ამის გადაყვანას. რეგრესის გზას დაადგა ევროპის ჩემპიონატის მერე და იუვენტუსში რატო უნდა მოვიდეს. 4 მაღალი დონე + პერსპექტიული ბენტანკური და სტურაროსაც არ უშვებენ და რაღა სისოკო…
გაისად ხედირა გუდგება ამერიკის გზას და მერე ვიფიქროთ ვინმე კარგი, ახალგაზრდა ნახევარმცველის მოყვანაზე.
კონტეს უშვებსო აბრამოვიჩი
AR gvinda amdeni mono
თუ დისციპლინის პრობლემა არ შექმნა ძალიან მაგარი ტრასფერი იქნება,ბალანსისთვის ეგ და მატუიდი იდელური ბირთვი იქნება