“იუვენტუსი” სტროოტმანის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის ?
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა “რომას” ნახევარმცველის, კევინ სტროოტმანის კანდიდატურას ვერ ივიწყებს..
გაზეტა დელო სპორტის და პრემიუმ სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა რომაელებთან მოლაპარაკებების წამოწყებას და მათთვის 40 მილიონის შეთავაზებას აპირებს.მართალია, ჰოლანდიელ ნახევარმცველს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევრო ეწერა, თუმცა პირველი აგვისტოს შემდეგ ამ პუნქტს ძალა დაეკარგა და დაინტერესებულ კლუბებს ჯიალორისისთან მოუწევთ საერთო ენის გამონახვა.
შეგახსენებთ, რომ “რომა” თავიმსხრივ ხუან კუადრადოთი ინტერესდება, თუმცა ბიანკონერები კოლუმბიელთან დამშვიდობებას არ აპირებენ.
სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს უამრავი ჭორი ვრცელდება და ესეც მაგის მკაფიო მაგალითია
ვერ გავიგე სად მიყავთ ამდენი ნახევარმცველი თუ 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობს გუნდი და თუ 4-3-3 წყობაზე გადადიან მაშინ ამდენი შემტევი სადღა მიყავთ???რაღაც არეულობაა
ჯანსულოსავითაა )))