ალეგრი : “მარკიზიოს შემცვლელი არ გვჭირდება”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გენუაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ვინოვოს პრესს-ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდა..
“ჯერ-ჯერობით, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის დრო არ გვაქვს.ამ ტურნირის გახსნით შეხვედრამდე შიდა ჩემპიონატში მნიშვნელოვანი თამაშები გველის და მგონი ჯობია, მოახლოვებულ დაპირისპირებებზე ვიფიქროთ.მარკიზიოს ტრავმა ? – კლაუდიოს დაზიანებამ ძალიან დაგვწყვიტა გული, მარცხენა მუხლზე ტკივილების გამო იგი დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს მინდორზე გასვლას.ახალი სახეები ? – ხვალ მივიღებ გადაწყვეტილებას, დაიწყებს თუ არა სასტარტოში დუგლას კოშტა, მოთამაშეების ადაპტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.მატუიდი და ბენტანკური პროგრესს გადიან, დარწმუნებული ვარ, სეზონის მანძილზე ისინი ჩვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანენ.ნელ-ნელა ახალ გარემოს ეჩვევიან ბერნარდერსკი და დე შილიოც.”
“ჯენოა ? – მარასიზე ასპარეზობა ნებისმიერი გუნდისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ხვალ მინდორზე მხოლოდ სამი ქულისთვის გავდივართ.წინა სეზონი გაიხსენეთ, საშინლად დავიწყეთ და მეტოქემ 27 წუთში სამი გოლი გაგვიტანა.ასამოა ? – მისი არ ყოფნა განაცხადში ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ იგი მიდის.უბრალოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ ერთი კვირაა დარჩენილი და კლუბმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.ხელმძღვანელობისთვის მარკიზიოს შემცვლელი არ მომითხოვია, შემადგენლობა დაკომპლექტებულია.ახალგაზრდები ? – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელია დანიელე რუგანისთვის, იგი დაახლოებით იმდენივე მატჩს ჩაატარებს, რამდენსაც კიელინი, ბარძალი ან ბენატია.”
“სხვა ტაქტიკა ? – ბუნებრივია, მატუიდის ტრანსფერმა მომცა შესაძლებლობა, მინდორზე 4-3-3 ტაქტიკით გამოვიდეთ.სეზონი ძალიან გრძელია და რა თქმა უნდა, რამდენიმე სქემას გამოვცდით.სკუდეტო ? – მილანი ფავორიტად გვასახელებს, მაგრამ მე მათზე იგივეს არ ვიტყვი, როსონერის ჰყავს გუნდი, რომელიც ტიტულის მოპოვებაში წინააღმდეგობას გაგვიწევს, რომას, ინტერის და ნაპოლის მსგავსად.”
კომენატარებს სულ კაის აკეთებს, თეორიულად მაგარია პრაქტიკა უჭირს
არაა ცუდი მწვრთვნელი და მიღწეულში ამის წვლილიც მნიშვნელოვანია მარა რასაც ვერ მივაღწიეთ იმაშიც რო მნიშვნელოვანია ამის წვლილი ესაა ცუდი
ზომბი .წესიტ ტვიტონ უნდა წასულიყო იმ ფინალის მერე მარა ესეთებს არც ნიჭი აქვთ არც ავტორიტეტი და რაც მთავარია არც პასუხისმგებლობა და თავმოყვარეობა გააჩნიათ. უნიჭო როა მაგაზე აღარ დავწერ ისედაც ცხადია
შენი ფავორიტი არსენა რომ უკვე საუკუნეა ვეღარაფერს იგებს არსენალში იმიტომ მიდის ყოველ წელს ხომ? :):):)
ვენგერა გვინდა სასწრაფოდ
ალეგრი ლიგი დადე წელს კაცურად სკუდეტოს მე გაპატიებ
მაგან ლიგა დადოს და სკუდეტოს დედაც არ ….. დდდ:-D:-D:-D

რაგინდა ძმაო მე ორივე მინდა მარა პრიორიტეტი უკვე ლიგაა ისე არ მოგატყუაბ ჰენი გუნდი მინდოდა ჯგუფჰი წარმატება და იმედია ისევ ფინალჰი ჰეხვდება ჩვენი გუნდები ერთმანეთს ისე იცოდე ჰენ თუ გონია რეალს ჯგუფჰი გაუმართლა სულაც არც ჰენს გუნდს და არც ჩემს გუნდს პროსტა ჰენ კლუბთან ჰედარებით ალბათ გერმანელებთან არ მოუწევს ომი და ლონდონჰი ტოტენჰემთან ბარსა ის ბარსა ვეღარაა
თქვენ არ და ჩვენ კი იმათ კიდე დემბელე აღარ ეყოლებათ არც როისი ივნისამდე თან ჩვენ რა კარგ ფორმაში ვართ და თქვენ ცოტა გაგიჭირდებათ არ გეწყონოთ იმათმა თითქმის დემბელე იყიდეს და მერე ტოტენჰემის დამარცებას რაღა უნდა პოჩეტინოს სულ მეორე გუნდით გამოყავს მაგათ მარტო პრემიერლიგის მოგება აინტერესებთ ps. მეც მინდა ჩვენი გუნდები ფინალში
არაფერი მწყინს უბრალოდ ჰენ უბალეიჰეკე ჰენ გუნდს მე ჩემსას და თუ ჰეხვდებით ამ სეზონჰი ერთმანეთს ვინც გამოვა გამარჯვებული მივილოცოთ ერთმანეთს და არ დავიწყოთ გარჩევა საქმეების წარმატებები ჰენს გზაზე ლიგაზე კიდე იოლი მეტოქე არ არსებოს
ისე კაცურად მითხარი მარტო რეალის ბალეჰიკებთან არ მაქ ეს კითხვა მარა გუნდს ბალიჰეკობ თუ კრიჰტიანოს ბევრია ვითომ რეალის ბალეჰი მაგ ფეხბურთელის გამო და იმიტო მაინტერებს როგორც თუნდაც მესის გამო ბალეჰიკობს ბარსელონას და ყველაზე ცუდი რაც არის მილანის ბალეჰიკობა იმის გამო რო ადრე კალაძე თამაჰობდა და ბევრია ალბათ ასეთი მილანის ბალეჰიკი საქრთველოჰი თუ ვცდები კარგია და სამი გუნდი ბალეჰიკები თუ გუნდს ბალეჰიკობთ და არა ცალკეულ ფეხბურთელებს
არა კაცო რა რონალდუს გამო რეალი ბავშვობიდან მიყვარს ისე რეალი რომ დაიშალოს არმოგატყუებდა იუვესკენ გადმოვალ
იცი მე იუვე რამ ჰემაყვარა მისმა ფორმამ და ამ ფორმის ერთგული ვიქნები ბოლომდე და გამიმართლა ამის უკან იუვე რო მე ვერ მოგატყუებ და გეტყვი სიმართლეს თუ იუვენტუსი დაიჰალა და იმედია არ მოხდება ასე ჩემთვის საკლუბო ფეხბურთი მთავრდება და თუ მაინც ვერ გავძელი და მომინდა ვინმეს ბალეჰიკობა ეს მარტო ლივერპული იქნება იმ საოცარი ჰემოტრიალებულის ფინალის გამო მილანთან